ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ორგანიზატორთა შორის არიან ორგანიზაცია „ზნეობის“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი, „ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა, ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი.

აქციის ორგანიზატორები “ღვთის გმობად” მიიჩნევენ, ტელეკომპანიის ეთერში მომღერალ პაატა თედიაშვილის გამოჩენას, რომელსაც თავზე „ეკლის გვირგვინი“ ედგა. მათი განცხადებით, გადაცემა „არჩევანის“ წამყვანის გიორგი გაბუნიას მიერ „ჩატარებულ რიტუალი, სადაც ის აკურთხებს მომღერალს, არის ქრისტეს სარწმუნოების დაცინვა“.

 

170 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი