მაღიზიანებს – ბევრი რამ – ჟურნალის­ტების დაბალი კომპეტენცია;
ვგრძნობ – ყველაფერს;
მეშინია – არაფრის;
ვიცი – არაფერი;
არ ვიცი – არაფერი;
შემიძლია – ყველაფერი;
არ შემიძლია – ყველაფერი;
ვმეგობრობ – ყველასთან;
ვაპატიებ – თითქმის ყველაფერს – მართლა შემოქმედს ყველაფერს, „სიაფანდს“ – არაფერს;
ვტირი – თითქმის არასოდეს;
ვიცინი – ყოველდღიურობაზე;
ვეძებ – სიმყუდროვეს;
ღირსი ვარ – ვიყო ის, რაც ვარ;
ვჩხუბობ – კონცერტების დროს, თუ საქმე საქმეზე მიდგება;
ვკარგავ – დროს;
მშურს – არაფრის;
ვემალები – ქარბუქს, არ მინახავს და იმიტომ;
ვემტერები – თაღლითებს;
მაინტერესებს – ყველაფერი;
არ მაინტერესებს – უნიჭო შემოქმედება;
მახსოვს – დაბადების პირველი 2 წელი;
მრცხვენია – არაფრის, უსირცხვილო ვარ;
უარვყოფ – მარქსიზმს;
ვავადმყოფობ – იშვიათად;
ვმალავ – არაფერს;
ვინახავ – ფულს ბანკში;
მწამს – მუსიკის;
მიკვირს – ყველაფერი ახალი;
მიხარია – ის, რომ მამა ვარ;
ვჭორაობ – პოლიტიკაზე;
ვდარდობ – იშვიათად;
ვამაყობ – საკუთარი სიმღერებით;
ვაკეთებ – საკუთარ სიმღერებს;
ვეფერები – საკუთარ შვილს და ცხოველებს;
მსიამოვნებს – ოჯახური სიმყუდროვე;
მესიზმრება – გამთლიანებული საქარ­თველო;
ვეხმარები – შეძლებისდაგვარად ყველას;
ვეწევი – სიგარეტ „კენტს“;
მწყინს – როცა მატყუებენ;
ვხარჯავ – ენერგიას;
ვღალატობ – ხანდახან პრინციპებს;
ვკამათობ – გემოვნებაზე;
ვუხეშობ – საკუთარ ძაღლთან;
ვუსმენ – მოცარტს;
ვყოყმანობ – იშვიათად;
ვკითხულობ – წიგნებს ცხოველებზე;
ვამზადებ – ყავას;
ვუყურებ – კომპიუტერის მონიტორს;
ვკლავ – არავის;
ვაფუჭებ – არაფერს;
ვცხოვრობ – მშვიდად;
ვცემ – არავის;
ვყვირი – არასოდეს;
ვმღერი – ყოველთვის;
ვასრულებ – საკუთარ სიმღერებს;
დავდივარ – ძაღლის გასასეირნებლად;
ვმკურნალობ – მოჭარბებულ ემოციებს;
ვერიდები – ალკოჰოლურ სასმელებს;
ვთამაშობ – კომპიუტერულ თამაშებს;
ვიტყუები – არასდროს;
ვეთაყვანები – დიდ კომპოზიტორებს;
ვგიჟდები – საკუთარ შვილებზე – 18 წლის მაქსიმეზე და პატარა ნანაზე;
მიყვარს – მუსიკა;
ვოცნებობ – მშვიდობაზე;
ვფიქრობ – შვილებზე;
მძულს – ტყუილი;
ვნანობ – არაფერს;
კმაყოფილი ვარ – მუსიკით;
მენატრება – ცა;
მსურს – ბევრი რამ;
ვაგროვებ – საკუთარ გამოცდილებას;
ვიხდი – ყველაფერს;
ვეჭვიანობ – არაფერზე;
„ვკაიფობ“ – ყველაფერზე;
ვიზიდავ – ყველას;
ვალამაზებ – ყველაფერს.

127 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი