ბიძინა ივანიშვილი:

ვმუშაობთ რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან, რომ ქართველები ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდნენ, მაგრამ ისინი არ დაიკარგებიან და არ დარჩებიან ევროპაში“

„ბევრი იქნება პროფესიული გადამზადებები. ამ მხრივ ჩვენთან სამუშაო ადგილების ზრდასთან შესატყვისობაში დასაქმება გაიზრდება, თუმცა ამის აღიარება სირცხვილი არ არის და რამდენჯერმე მითქვამს, რომ ჩვენ არ გვყოფნის სამუშაო ადგილები და კიდევ წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე ღირსეულად დავასაქმოთ. დავიწყეთ რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან, კერძოდ გერმანიასთან, ნორვეგიასთან და საფრანგეთთან მუშაობა, რაღაც პრეცედენტები უკვე გვაქვს, რასაც აბსოლუტურად მიღწევადად ვთვლი და წლის ბოლოსთვის შეგვიძლია, უკვე კონკრეტული ციფრებიც გვქონდეს და კონკრეტულ რიცხვებზე ვისაუბროთ, როდესაც მოვახერხებთ, ლეგალურად დავასაქმოთ განვითარებულ ქვეყნებში. ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი, დღეს შეურაცხყოფილად და დათრგუნულად არიან და თუ ეს პროექტი გამოგვივა, რისი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ემიგრაციის აბსოლუტურ უმრავლესობასაც ისევ საქართველოზე გავლით გადავამაზადებთ და აბსოლუტურად, ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდებიან. ასევე, იაფ ფრენებს დავამატებთ, მათ თვეში ერთხელ სახლში ღირსეულად მოესვლებათ.

შეგვიძლია, როგორც რაჭველი ჩამოდიოდა დაბაში და მუშაობდა, ისევე ღირსეულად და ამაყად მოვხერხოთ, ქართველები არა მალულად, არამედ ლეგალურად დასაქმდნენ. ერთადერთი ხიფათია, მაგრამ ჩვენი ისტორია რასაც აჩვენებს, ქართველების სერიოზული მიგრაცია არასდროს ყოფილა. ქართველები არ დაიკარგებიან და არ დარჩებიან ევროპაში. პარალელურად, ადგილობრივი ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ და იქ ღირსეულად მომუშავე, იქიდან ისევ გამოგზავნილი და ჩამოსული ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის პროცესიც შეიძლება, დაჩქარდეს. რაც მთავარია, ეს დრო არ იქნება უღირსო, ისინი ღირსეულად იმუშავებენ და ასეთივე პერსპექტივა ექნებათ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

143 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი