1. თხის რქა

თხის რქა ქალი ყველაზე მიუწვდომელია ყველა დანარჩენ ნიშანს შორის. სანამ ის თვითონ არ გადაწყვეტს გათხოვებას, ოჯახის შექმნას, მისი გულის დაპყრობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ მისი გულის მოგება ძალზე ძნელია, პირველ ადგილზე მისთვის პრაქტიკულად ყოველთვის კარიერა დგას. ქალი თხის რქა სასიყვარულო ტყვეობაში მხოლოდ მაშინ აღმოჩნდება, როცა ამას თვითონ მოისურვებს. უფრო მეტიც, ის ირჩევს, მომთხოვნია პოტენციური პარტნიორის მიმართ და ძუნწი – რომანტიკული გრძნობების გამომჟღავნებაში.

2. ლომი

ამაყ და ჭირვეულ ქალ ლომს უყვარს, როცა მის გულზე ნადირობენ, და ის ბრძოლის გარეშე არ ნებდება. მამაკაცს, ვისაც ასეთი ქალის დაპყრობა სურს, ბევრი დროისა და ძალის დახარჯვა მოუწევს. თავისებური ხასიათის ქალს უყვარს ლამაზი ძვირფასი საჩუქრები, უჩვეულო სიურპრიზები და თავდაჯერებული მამაკაცები. ანუ, ლომ ქალის სიყვარულსა და ყურადღებას დამსახურება უნდა.

3. თევზები

თევზი ქალის ცდუნება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ მისი „მოპოვება“, ძალიან ცდებით, სინამდვილეში ეს მან შეგარჩიათ უკვე დიდი ხნის წინ და თქვენით ოსტატურად მანიპულირებს. თევზი მამაკაცს გარკვეულ დისტანციაზე იჭერს, აძლევს არშიყობის უფლებას, როცა ამის სურვილი აქვს. ქალი თევზი მამაკაცმა ყოველდღე უნდა „დაიპყროს“.

4. ტყუპი

ტყუპი ქალი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ქარაფშუტა, სინამდვილეში ეს ფარსია. მისი მოპოვება ძალიან რთულია, რადგან ის კეკლუცობს, თამაშობს, არშიყობს, მაგრამ ახლოს გასროლის მანძილზეც არ უშვებს. ტყუპს ადვილად იტაცებს მამაკაცი, მაგრამ ასევე ადვილად კარგავს მის მიმართ ინტერესს. და როგორც კი ჰორიზონტზე სხვა, უფრო საინტერესო ადამიანი გამოჩნდება, მაშინვე მიატოვებს ძველს. მნიშვნელოვანია ასტროლოგიური ფაქტია: ბევრი ტყუპი უპირატესობას თავისუფალ ურთიერთობებს ანიჭებს და არა – ქორწინებას.

5. სასწორი

სასწორი ქალის გულის მოგება ასევე არ არის ადვილი. მან ზუსტად იცის, რა სურს ამ ცხოვრებისგან და როგორი მამაკაცი სჭირდება. თუ მის მოლოდინებს არ შეესაბამებით, თქვენთან ურთიერთობას არც ისურვებს. სასწორ ქალს რომ მამაკაცი მოეწონოს, ძალზე რთულია, მაგრამ მაინც – შესაძლებელი მეტი მოთმინებით, შეუპოვრობითა და თავდაჯერებულობით.

6. კირჩხიბი

ქალი კირჩხიბი აუცილებლად უნდა გრძნობდეს მამაკაცის მხრიდან, რომ ის სერიოზულად არის დაინტერესებული მისით და სერიოზული ზრახვები გააჩნია. სხვაგვარად ის მამაკაცთან ურთიერთობებს შეწყვეტს. კირჩხიბი ოჯახზეა ორიენტირებული და ვალდებულებების გარეშე ურთიერთობები არ ხიბლავს. ასეთ შემთხვევაში მის გულს შტურმითაც ვერ აიღებთ.

7. ქალწული

ქალწულ ქალს ძალიან მაღალი თამასა აქვს. ის პარტნიორად იდეალურ მამაკაცს ეძებს და წვრილმანებზე არ ხურდავდება. მიჩვეულია ყველაფრის იდეალიზებას, განსაკუთრებით, სიყვარულის შემთხვევაში. ის, რომ ქალწული ადვილად ხელმისაწვდომი არაა, უკავშირდება მის დიდ მოლოდინებსა და მკაცრ მოთხოვნებს. თუ მან შეამჩნია, რომ მამაკაცთან ურთიერთობები იდეალურად არ ვითარდება, წავა და ყველა დამაკავშირებელ ხიდს დაწვავს.

430 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი