ემიგრანტი გოგონას მებრძოლი და გულრწფელი პოსტი, რომელიც ბევრ ადამიანს დაუბრუნებს იმედს და ცხოვრების სტიმულს.

“დიახ, მე ვარ “ემიგრანტი”. დიახ, მე ვუვლი მოხუცს, დიახ, მათ ვულაგებ, ვუსუფთავებ. დიახ, მე მათთან ვმუშაობ, მაგრამ მე “ვშრომობ”. ჩემი შრომით ვინახავ ჩემ თავს, ჩემს ოჯახს და არა მარტო… დიახ, მე ვარ მათი მომვლელი, მე არ მრცხვენია ჩემი შრომით ვიშოვნო ფული… მე 27 წლის ვხდები და 8 წელია ჩემს თავს არაფერს ვაკლებ, ჩემს ოჯახს და არა მარტო. ვმუშაობ იმიტომ, რომ არ ვთხოვო მშობლებს, არ დავჯდე მათ ხარჯზე, არ ვთხოვო სხვას, არ გავხდე მათხოვარი. დიახ, 7 წელი და თვეებია მე ოჯახი არ მინახავს. დიახ, მათ მონატრებაში ვარ განა იმიტომ, რომ ეს სიამოვნებას მანიჭებს, არამედ ის მანიჭებს სიამოვნებას, რომ ამ ტანჯულ წლებს ჩემს ოჯახს, ჩემ მომავალს ვახმარ, რომ არ თქვან, აი, ნახეთ ეს გოგო როგორ დაბეჩავდა, ქმარ-შვილი დაეღუპა და ოჯახის კისერზეაო. არ მინდა, ვინმემ ცოდვით და შეცოდებით შემომხედოს.

სანამ შემეძლება, დიახ, ვიმუშავებ თუნდაც დამლაგებლად, თუნდაც მოხუცის მომვლელად, მის დასაბანად და მის გასაწმენდად. ეს არ მეთაკილება. დიახ, მე 20 წლის გავხდი ემიგრანტი ქვრივი, შვილმკვდარი, განადგურებული…

ვიძახდი, რად მინდა ცხოვრება. ის, რაც მიყვარს, დავკარგე. მეც უნდა მოვკვდე-თქო. თუმცა შევხედე ჩემს დედიკოს, მამიკოს თვალებში და მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ღირდა ცხოვრება და უნდა გამეგრძელებინა. მე ოჯახის კისერზე დაკიდებას მათთვის ტვირთად დაჯდომას გულ გაგლეჯილმა ვარჩიე ემიგრანტობა უცხო ქვეყანაში, უცხო ხალხში, უენოდ ჩემი დაიკოს ამარა. უფალს და ჩემ დაიკოს მადლობა, თორემ მათხოვარი, შესაცოდი, დასაცინი ვიქნებოდი. ახლა კი ვამაყობ იმით, რაც ვარ, რასაც ვაკეთებ, როგორც ვაკეთებ… არ ვიპარავარ, არ ვმათხოვრობ და არავის კისერზე არ ვარ…. მე არ მეთაკილება, არც მრცხვენია ვთქვა, რომ კი მე ვარ მომვლელი, მე ვარ დამლაგებელი, მე ვარ სხვა ქვეყნის ბებია-ბაბუების დამბანი, მათი საჭმლის გამკეთებელი, მაგრამ მე ამით არა მარტო ჩემ თავს, არა მარტო ოჯახს, არამედ ბევრნაირ არამზადას ვარჩენ… .

არ მრცხვენია, არ ჩავხრი თავს არა . პირიქით, თავაწეული ვივლი. მეამაყება ჩემი წარსული, აწმყო და მომავალსაც არ შევირცხვენ.
პატივისცემით ნათია სალაძე”.

122 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი