დღეს პარიზში შანელის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება გაიმართა. კარლ ლაგერფელდის ბოლო კოლექციის წარდგენას ბევრი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის იყო მონიკა ბელუჩი. იტალიელი მსახიობი ჩვენებაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად გამოჩნდა. მონიკას რჩეული ფრანგი მოქანდაკე ნიკოლა ლაფებრეა, რომელიც მასზე 18 წლით უმცროსია. ცნობილია, რომ წყვილმა ერთმანეთი გასულ წელს გაიცნო და შეხვედრებიც მალე დაიწყო.

ბელუჩი ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში. 1990 წელს იქორწინა კლაუდიო კარლოს ბასოზე, რომელსაც 1994 წელს დაშორდა. 2 წლის შემდეგ გაიცნო ფრანგი მსახიობი ვინსან კასელი. კასელმა და ბელუჩიმ 1999 წელს იქორწნეს და 2013 წლამდე იყვნენ ერთად.

 

32 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი