Facebook-მა მესენჯერს დაფარული ფუნქცია, ღამის რეჟიმი დაამატა, რომლის გააქტიურების შემთხვევაში მესენჯერის თეთრი ეკრანი შავად გარდაიქმნება, რაც სიბნელეში აპლიკაციით სარგებლობას უფრო გაგიმარტივებთ. ფუნქცია ყველა მომხმარებლისთვის ეტაპობრივად გახდება ხელმისავდომი, თუმცა ამ ეტაპზე შესაძლოა ყველა მომხმარებელმა ვერ შეძლოს მისი გააქტიურება. ფუნქციის გამოსაყენებლად მესენჯერის უახლესი ვერსია უნდა გქონდეთ გადმოწერილი.

მესენჯერში მთვარის 🌙 emoji-ს გაგზავნით Dark Mode გააქტიურდება

როგორ გავააქტიუროთ ღამის რეჟიმი?

  1. ღამის რეჟიმის გასააქტიურებლად უბრალოდ გაუგზავნეთ მთვარის (🌙) Emoji ნებისმიერ ადრესატს
  2. მთვარის გაგზავნის შემდეგ ეკრანზე ჩამოიყრება ბევრი მთვარე წარწერით “You Found Dark Mode”. დააკლიკეთ შეტყობინებას და გაააქტიურეთ ღამის რეჟიმი ღილაკით “Turn on in settings”
  3. იმ შემთხვევაში, თუ წარწერა არ გამოჩნდა, გამორთეთ და თავიდან ჩართეთ მესენჯერი და ამის შემდეგ დააკლიკეთ გაგზავნილ მთვარის Emoji-ს.
  4. ღამის რეჟიმის გამოსართავად, დააკლიკეთ მესენჯერის ზედა მარცხენა კუთხეში მდებარე პროფილის სურათს და გამორთეთ პარამეტრი “Dark Mode”.

 

15 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი