სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღის და­წე­სე­ბის იდე­ით გა­მო­დის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

#აჩუ­ქე­წიგ­ნი

მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვეყ­ნა­ში არ­სე­ბობს ერთი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი და თა­ნაც ძა­ლი­ან იაფი ტრა­დი­ცია – წიგ­ნის ჩუ­ქე­ბის დღე. სხვა ქვეყ­ნებ­ში რომც არ არ­სე­ბობ­დეს, რა­ტო­მაც არა – ჩვენ და­ვამ­კვიდ­რებ­დით. თუ და­აკ­ვირ­დე­ბით, წიგ­ნის ჩუ­ქე­ბა ყვე­ლა სა­ჩუ­ქარს ერ­თად მო­ი­ცავს: ცოდ­ნა­საც და გან­ცდა­საც, სი­ხა­რულ­საც და ტკი­ვი­ლის გაძ­ლე­ბის სწავლსაც, ნივთს, ჩა­ფიქ­რე­ბას, დაკ­ვირ­ვე­ბას, ამ დაკ­ვირ­ვე­ბით გაკ­ვირ­ვე­ბას. წიგ­ნი კა­ცობ­რი­ო­ბის მეხ­სი­ე­რე­ბის ჯა­მია, ისე­თი­ვე გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­გო­რიც მე და შენ გვაქვს. და რა­ღაც აზ­რით, წი­ნას­წა­რი გა­მოც­დი­ლე­ბაც ჩემ­თვის და შენ­თვის. ამი­ტო­მაც ვი­ფიქ­რე, რომ ეგებ ეს დღე 23 აპ­რილს დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა, წიგ­ნი­სა და სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს. ამ იდე­ას მე, ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა და “ანაგ­რა­მა” გთა­ვა­ზობთ. მო­ი­ფიქ­რეთ, ვის აჩუ­ქებთ წიგნს, რა­ტომ და რას წა­უ­წერ­დით. მო­სა­ფიქ­რებ­ლად მთე­ლი თვე გაქვთ. მა­ნამ­დე კი, ეს ამ­ბა­ვი მე­გობ­რებს გა­უ­ზი­ა­რეთ, თა­ნაც კო­მენ­ტა­რებ­ში თქვე­ნი სა­ჩუქ­რის ად­რე­სა­ტი შე­გიძ­ლი­ათ მო­ნიშ­ნოთ, თუ ამის სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვე­ბას არ აპი­რებთ. #აჩუ­ქე­წიგ­ნი #გი­ორ­გი­კე­კე­ლი­ძე #giorgikekelidze #ეროვ­ნუ­ლი­ბიბ­ლი­ო­თე­კა #ანაგ­რა­მა

აქამ­დე იყო ერთი ძა­ლი­ან კარ­გი ინი­ცი­ტი­ა­ვა. მწე­რალ ჯაბა ზარ­ქუ­ა­სი, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თა­მენთს სხვა­დას­ხვა­გან უტო­ვებ­დნენ წიგ­ნებს. ამ­ჯე­რად გვირ­ჩევ­ნია, ეს სა­ჯა­რო მი­თი­თე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­ა­კე­თოთ, აქ­ცია გარ­და­მა­ვა­ლი რომ გახ­დეს”.

94 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი