1.გამოხატეთ თანაგრძნობა-ადამიანების უმრავლესობა შფოთავს, როდესაც კარგავს კონტროლს. ამ დროს ნუ შეეწინააღმდეგებით, რადგან ეს მეტად გააღიზიანებთ.
2.უზრუნველყავით მტკიცებულება თუ ფიქრობთ რომ მართალი ხართ, მიაწოდეთ მონაცემები პარტნიორს პოზიციის მხარდასაჭერად. მტკიცებულებათა უზრუნველყოფა ამცირებს შფოთვას.
3. გამოიყენეთ სანდოობა-თუ წარსულში დაგიმტკიცებიათ სიმართლე ანალოგიური საკითხისადმი, წარუდგინეთ პარტნიორს.
4. აკონტროლეთ ემოციები რაც მეტად ემოციური იქნებით, მით მეტად არაგონივრულად ჩაგთვლიან. მიაწოდეთ თქვენი აზრი მშვიდად და გონივრულად.
5. იყავით ობიექტური აღიარეთ, რომ თქვენი პარტნიორი რაღაც საკითხებში თქვენზე მეტად კომპეტენტურია.
6.განეწყვეთ დადებითად ყველა კონტროლი ცუდი არაა, მითუმეტეს თუ ის გიცავთ ქაოსისგან.
7.გაზარდეთ თვითშეფასება გაიგეთ პარტნიორის შფოთვის მიზეზი. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ბავშვობაში მძიმე დანაკარგებისგან. გაფრთხილება: ცადო მოლაპარაკება ადვილი არაა. თუ ფიქრობთ, რომ არაფერი გამოდის, ჯერ კიდევ გაქვთ არჩევანი, მაგრამ უსიამოვნო: პირველ რიგში, შეინარჩუნეთ კონტროლი და დაიცავით ურთიერთობა. ადამიანების უმრავლესობას არ სურს საფრთხე შეუქმნას ურთიერთობას, რადგან დაშორებისგან განცდილი ტრავმა ცუდად აისახება მათზე. და მეორე, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ურთიერთობა.

 ავტორი: ნინი მამამთავრიშვილი
193 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი