რვა დღიანი გადაბმული სიბნელე, წყვდიადი, რომელიც არ გაძლევს უფლებას, წამითაც კი, სინათლე დაინახო, შიში გაუსაძლისი, სიოცლის გაუფასურება, საკუთარი თავის სიძულვილი, ჩამონათვალი ჩვენი ტანჯვის აქ შეუძლებელია გადმოგცეთ, განუსაზღვრელია. დღეს კი, ჩვენთვისაც გამოანათა მზემ, სამყარომ…. დამოუკიდებლად სუნთქვა ხომ უფლის წყალობაა…. მადლობა უფალს და ყველა კეთილ ადამიანს დიდი სიკეთისთვის. გვაძლიერებთ, გვეხმარებით შორიდან, თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დიდ ენერგიას გვიგზავნით, მიყვარხართ…..
დღე, რომელიც გადაწყვეტს ჩვენს მომავალს, ასე თვალ ცრემლიანი გავაცილე, ჩემი უძლიერესი ნატალია, ისევ საოპერაციო ბლოკში. მშობლები კი გულმოკლული ველოდებით საოპერაციოს კარებთან. ისეთ სიცარიელეს ვგრძნობთ სულში, ისეთი მძიმეა ეს ცოდვილი სხეული, გულწრფელად ფეხზე ვეღარ დავდივარ. 5-6 საათი ეს ხომ საუკუნეა დღეს ჩვენთვის, ყოველი წუთი ტანჯვის, ლოდინის. უფალს ვევედრე, რომ ერთმანეთს სიცოცხლით ავსებული თვალებით შეგვახვედროს. მჯერა, მჯერა უფალო შენი!!!!

 

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი