რატომ ვუყურებთ კინოს?

ადამიანების უმრავლესობას ტანჯავს ყოველდღიური რუტინა, ერთფეროვნება, დილით დაყენებული მაღვიძარა, საათობრივად გაწერილი დღის განრიგი. ბავშობიდან სკოლით დაწყებული, უნივერსიტეტით გაგრძელებული და ბოლოს სამსახურით დასრულებული ერთფეროვანი რუტინა. სადილის მომზადება შვილებზე ზრუნვა ა.შ. ამ ყველაფერს მივყავართ დეპრესიამდე და აპათიამდე, ერთფეროვნებით რომ არ შევიშალოთ ჩვენ გვჭირდება ემოციები. ამიტომაც არის მოუთმენლად რომ ველოდებით უქმე დღეებს რომ წავიდეთ სადმე ვიმოგზაუროთ და ა.შ. ამ ყველაფრით ვიღებთ დადებით ემოციებს და ცხოვრებას გვიფერადებს, მოგზაურობას ზოგჯერ ფინანსები ჭირდება დრო კი ცოტა გვაქვს. არის სხვა გამოსავალიც ხელოვნება კინო, ლიტერატურა. ჩვენ არ შეგვიძლია ყოველ უქმე დღეს ვიყოთ შეყვარებულები მაგრამ შეგვიძლია ვიგრძნოთ ეს ვუყუროთ რა მელოდრამას, ან კიდევ არ შეგვიძლია მოვიწყოთ საინტერესო თავგადასავალი მაგრამ შეგვიძლია ვუყუროთ სათავგადასავლო ფილმს და გამოვცადოთ მზაფრი ემოციები.

– ახლა კი ცოტა ბიოლოგიაზეც ვისაუბროთ, სამყარო გაორებულია ადამიანის დარად, “დუალიზმი” სამყაროს განუყოფელი ნაწილია. არის სიკვდილი და სიცოცხლე, თეთრი და შავი, ნათლი და ბნელი, დღე და ღამე, მტაცებელი და ბალახისმჭამელი. მდედრობითი და მამრობითი, ექსტრავერტი და ინტროვერტი. ჩვენი საკუთარი სხეულიც კი ასემეტრიულია, ჩვენ გვაქვს ორი თვალი, ორი ყური ორი ხელი და ორი ფეხი. შესაბამისად კინოშიც არის ორი მიმდინარეობა გასართობი და საავტორო. აქ კი გვებადება კითხვა რატომ არის სამყარო მოწყობილი ასე “დუალისტურად”? ადამიანის ტვინიც ორად იყოფა ლიმბურ და ნეოკორტექსულად, პირველი ლიმბური სისტება ჩვენი შორეული წინაპრებისგან გვერგო, ხოლო მეორე ნეოკორტექსი მაშინ განვითარდა როცა უკვე ადამიანები ვიყავით. ეს წმინდა ადამიანურია. ადამიანებს ვისაც ლიმბური სისტემა აქვთ განვითარებული არიან მოტივაციის, სწავლებასთან დაკავშირებულ, მეხსიერებისა და ემოციურ პროცესებში. რაც შეეხება ნეოკორტექს, ამ მხარეს მყოფი ადამიანები ძირითადად ხელოვნების და მეცნიერების სფეროში მოღვაწეობენ. მათი ძირითადი მიზანი ზოგადსაკაცობრიო პროგრესი და ამით მაქსიმალური კარიერული წინსვლააა მთავარი. აქედან გამომდინარე პირველი კატეგორიის ადამიანებს ურჩევნიათ უფრო გასართობ კინოს უყურონ ხოლო მეორეს კი უფრო საავტორო ნამუშევრებს ანიჭებენ უპირატესობას. ადვილი მისახვედრია პირველი კატეგორიის ადამიანები გაცილებით მეტნი არიან რადგან მარველის მორიგი “შურისმაძიებლები” ორ მილიარდ დოლარზე მეტ მოგებას ნახულოენ ხოლო ჯარმუშის ფილმები მაქსიმუმ მილიონს შეწვდეს.

– კინო როგორც კარები და კინო როგორც სარკე. მოდი უფრო ჩავუღღმავდეთ თუ რატომ იყოფიან ადამიანები ორ კატეგორიად ინტროვერტებად და ექსტროვერტებად. კარლ გუსტავ იუნგის დასკვნით ექსტრავერტის ტიპის ადამიანები აქტიურად არიან ჩართულნი გარესამყაროს აქტივობებში. ფოკუსირებულია გარემომცველ საგნებზე, შეგრძნებით აღქმასა და ქმედებებზე. ამ ტიპის ადამიანები ენერგიულები და სიცოცხლით სავსე პიროვნებები არიან. შესაბამისად მისი კინოგემოვნებაც ადვილი ამოსაცნობია გასართობი ექშენი და სათავგადასავლო ჟანრის ფილმები მათთვის მისწრებაა. რადგან სულ მცირე ხნით ხდება იმ ხელოვნური სამყაროს შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამ პრინციპით იქმნება გასართობი კინო, გაართოს მაყურებელი და მცირეხნით დაავიწყოს რეალური პრობლემები, ეს არის კინო ახალ რეალობაში. ინტროვერტის ტიპის ადამიანი ისწრაფვის შემეცნებისკენ. ინტროვერტის ორიენტაცია მიმართულია საკუთარი შინაგანი სამყაროს, მსოფმხედველობისა და წარმოსახვითი სფრეოების ჩაღმავებისკენ. ამ ტიპის ადამიანები ხანდახან თავს არიდებენ სხვა ადამიანებთან აქტიურ ურთიერთობებს და მეტწილად შორსმჭვრეტელი, გულჩათხრობილი და ჩაფიქრებული პიროვნებები არიან. პროცენტულად რომ შევხედოთ ინტროვერტები მხოლოდ მოსახლეობის 25%-ია. მაგრამ ნიჭიერი და თვითრეალიზებულები ინტროვერტები ბევრად ჯობნიან რეალიზებულ ექსტროვერტებს. შესაბამისად ინტროვენტების კინო გემოვნება უფრო სავტორო კინოთი განისაზღვრება, მათ უყვართ რთული ფსიქოლოგიური დრამები. რადგან ეს მათ აძლევთ არა გამოგონილ სამყაროში არამედ რეალობაში “დარჩენის” საშუალებას.

– ეპილოგი, ზემოდ დაწერილი რათქმაუნდა არ წარმოადგენს აბსოლიტურ ჭეშმარიტებას. სამყარო რათქმაუნდა არ იყოფა ორ მიმდინარეობად ეს გაცილებით რთულადაა საქმე, რადგან შავი და თეთრის გარდა არის კიდევ ნაცრისფერი მიმდინარეობაც.

ავტორი: გიორგი ბაბუციძე

371 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი