ნიუ-იორკ ტაიმსის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში ნათქვამია, რომ ხანდაზმული მამაკაცები და ქალები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, არიან 25 წლის ახალგაზრდების მსგავსად ჯანმრთელნი და თავდაჯერებულნი.

კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარულ ვარჯიშს ბევრი პრობლემის შემსუბუქება შეუძლია, მათ შორის პანიკური აშლილობის, ძილის აშლილობის, ქცევითი აშლილობის, სტრესის თუ დეპრესიის.

ფიტნეს ექსპერტები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვარჯიში აუმჯობესებს  შემეცნებით ფუნქციებს. ვარჯიში ზრდის სისხლის მიწოდებას სპეციფიკურ მონაკვეთებში და დადებითად მოქმედებს ტვინის აღმასრულებელ ფუნქციებზე. ვარჯიშის მეშვეობით ტვინის გადაღლილ ქსოვილებს მიეწოდება ჟანგბადი და ადამიანი ბევრად უფრო ენერგიულად და პროდუქტიულად გრძნობს თავს დღის განმავლობაში.

გარდა ამისა, ვარჯიში შთანთქავს ტოქსინებს,ამაღლებს იმუნიტეტს. ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, უფრო ნაკლებად მიდრეკილნი არიან გაციებისა და გრიპისაკენ.

ვარჯიში აუმჯობესებს თქვენს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ისევე, როგორც სიგარეტის მოწევაზე თავის დანებება.

ჯანსაღად ცხოვრება დაგეხმარებათ იცხოვროთ უფრო დიდხანს.

ავტორი: ნინი მამამთავრიშვილი

121 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი