გთავაზობთ პატარა ამონარიდს დეილ კარნეტის წიგნიდან “როგორ გავხდეთ ყველასათვის პატივსაცემი და ავტორიტეტული პიროვნება” – მაგალითი:

რადიოელექტრონული აპარატურების გამყიდველი მილუოკიდან იხსენებს კოლეგასთან საუბარს კონკურენტი მაღაზიის შესახებ, რომელიც პირდაპირ გზის მეორე მხარეს შენდებოდა. ამ საუბრის დროს მისმა უფრო გამოცდილმა თანამოსაუბრემ აღნიშნა რამდენიმე საინტერესო მომენტი. ჯერ ერთი, ახალი მაღაზიის მფლობელს დასჭირდება არანაკლებ ექვსი თვე გასახსნელად. მეორეც, ამუშავებულ ბიზნესს აქვს უდიდესი უპირატესობა, ხოლო მათი მაღაზია მუშაობდა ათ წელზე მეტ ხანს. იგი პოპულარობით სარგებლობდა მყიდველებს შორის და დიდი ხანია მოიპოვება მათი ლოიალობა და კეთილგანწყობა.

მაგრამ რატო განიცდიდა გამყიდველი იმის გამო, რაც ჯერ არ მომხდარა? მის საქციელს ვერ ვუწოდებთ შორსმჭვრეტელობას. ეს იყო ყველაზე ჩვეულებრივი პესიმიზმი და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ მიდის ადამიანი არასწორი მიმართულებით. ლიდერობის ოსტატები დარწმუნებულები არაინ, რომ აუცილებლად მიიღებენ სამსახურს, დაწინაურებას, დადებენ გარიგებას, მიაღწევენ უფრო დიდ წარმატებას, ვიდრე გასულ წელს, და გაამრავლებენ მას მომავალში. თქვენ ისეთივე პოზიტიურ მიდგომას იყენებთ ყველაფერში, რასაც აკეთებთ? თუ არა, გამოსცადეთი იგი და განეწყვეთ პოზიტიურ ცვლილებებზე. 

დეილ კარნეტი

200 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი