სპეციალურად READ TIME -ს მკითხველისთვის ეჭვზე ისაუბრებს ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი.

ნონა თქვენი აზრით რა არის ეჭვი?

ამ კთხვაზე მამარდაშვილის გენიალურ ფრაზს მოვიშველიებ, „ეჭვი არის განსხეულებული ჩემი უძლურება, მტერი კი არ შობს ეჭვს , ეჭვი ბადებს მტერს.“ აი ეს არის ძალიან საინტერესო, რეალურად, ეჭვი ბადებს ყველანაირ დაყოფას და არა ადამიანები. მასთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, უბრალოდ უნდა მიხვდე, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ეგოცნტრული ბუნებიდან მოდის, ყველაზე ეჭვიანები არიან, ეგოისტი და ეგოცენტრული ადამიანები, რომლებიც მუდიმივად ფიქრობენ, რომ მათ ცხოვრებაში უნდა ხდებოდეს რაღაც განსაკუთრებული.

რა სხვაობაა ეჭვსა და ჭვიანობას შორის?

მათ შორის ზღვარი მაშინ გაივლება, როცა ადამიანი გონიერეა, ეჭვის აღძვრის შემთხვევაში არ აყვება მას, გვერდზე გაწევს და შეეცდება სიტუაციას რაციონალურად დააკვირდეს,  გამოიძიოს, მაგრამ თუ უპირობოდ მიიღებს ყველანაირ ეჭვს და ემოციურად შეხედავს, ამ დროს დამოკიდებული ხდება მასზე, ეს არის უკვე ეჭვიანობა, როცა აბსოლიტურად უგნურდება ადამიანი, ის რეალობასთან კავშირს კარგავს,  ხშირად მას სიყვარულთან აიგივებენ, მაგრამ სიყვარულს და ეჭვს საერთო არაფერი აქვს.

შესაძლოა „სექსმა და უსექსობამ“ ერთნაირი პრობლემები შექმნას?

„სექსსა და უსექსობას“ რაც შეეხება, ახლა ფროიდს მოვიშველიებ, ფროიდი ამბობდა, რომ პრობლემა მარტო უსექსობა არაა, პრობლემაა ისიცაა, ადამიანი ნერვატიულად 24 საათი თუ სულ სექზე ფიქრობს. სექსი კი არა, მისდამი დამოკიდებულება ქმნის პრობლემას, თუ ის ტაბუირებულია და რაღაც სისულელის გამო ამ ენერგიის ჩახშობა ხდება.

და ბოლოს, სად არის „ბედნიერების ფაკულტეტი“ რომელზეც ვერ მოვხვდით ?

ბედნიერება ალბათ ჩვენშია, მასში მოხვედრა ძალიან რთულია, ეს ის ფაკულტეტია, სადაც ვერავინ დაგეხმარება გარდა საკუთარი თავისა,  ამიტომ შეიცანით საკუთარი თავები, რადგან  შეცნობის ბოლოს,  ამ ფაკულტეტზე ჩარიცხვა გელოდებათ.

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

361 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი