– მე მინახავს ყველა საშინელება, რომელიც თქვენ ნახეთ, მაგრამ უფლება არ გაქვთ მკვლელი მიწოდოთ. თქვენ შეგიძლიათ მომკლათ, თქვენ შეგიძლიათ ეს გააკეთოთ, მაგრამ უფლება არ გაქვთ განმსაჯოთ. სიტყვით ვერ გამოხატავ რა არის აუცილებელი მათთვის, ვისაც არ უნახავს საშინელება. საშინელებას აქვს სახე, საშინელებას უნდა დაუმეგობრდე, საშინელება და შინაგანი ტანჯვა აი თქვენი მეგობრები, თუ არ დაუმეგობრდები მტრად გადაგექცევიან, რომლისაც უნდა გეშინოდეს.

– პოლკოვნიკი უოლტერ კურცის წერილი შვილს.

– ახლა მინდა განვიხილო სფენსის ფორდ კოპოლას შედევრი „აპოკალიფსი დღეს” უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია ომის თემატიკაზე, სადაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვიეტნამის ომზე რას ფიქრობთ ან რომელი იდეოლოგიის მხარეს იხრებით, მნიშვნელოვანია ის, რომ კოპოლამ მხატვრული შედევრი გადაიღო, რომლის შექმნის ისტორიაც ერთ ომს უდრის. ფილმის სცენრის საფუძველი გახდა ჯოზეფ კონრადის რომანი “სიბნელის გული” (Heart of Darkness).

– საკაცობრიო ტყუილი. ახალგაზრდა ადამიანებს ჩვენ ვასწავლით თუ სხვა ადამაინებს როგორ უნდა წაართვან სიცოცხლე. როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს უწოდოს ცივილიზებული როცა ერთი ერი თავს ესხმის მეორეს და გენოციდს უწყობს მას, პოლიტიკოსები რომლების არიან დღვანდელი კაცობრიობის სახეები უშვებენ ამას? ერთის მხრვ არიან აინტელექტუალები, აქვთ მაღალი IQ, დადიან თეატრში, კითხულობენ წიგნებს ა. შ. და ამასთან ერთად უშვებენ იმ ფაქტს აჩახებენ ომებს და ანადგურებენ მთელ ერებს. იქნებ ჩვენ არც ვართ ადამიანები ვართ მხოლოდ ადამიანებად შენიღბული ცხოველები რომლების მთავარი მოწოდება ცივილიზაციის განადგურებაა და არა მისი გაკეთილშობილება. აწორედ ამ კითხვას სვამს კოპოლა ამ ფილმით. მთელი ფილმის სიუჟეტია ფსურდზეა აგებული, კაპიტან ვილარდს გზავნიან კანბოჯაში რათა მოკლას პოლკოვნიკი კურცი, იმისთვის რომ პოლკოვნიკი ჯუნგლებშია გამაგრებული და ანხორციელებს არადეკლალირებულ სპეცოპარაციებს. მოკლედ უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით შეიძლება ადამიანების ცოხვა ხოლო საკუთარი შეხედულებებით განხორციელებული მკვლელობა კი უსამართლობაა. მკვლელეს გზავნიან მკლვლელის მოსაკლავად, აფსურდული სიუჟეტი რომელშიც საკაცობრიო აფსურდულობა ხორციელედება. ფილმის სცენები ასევე შდგება აფსურდული სცენებისგან. მაგალითად პოლკოვნიკი კილგორი საავიაციო შეტევით ანადგურებს მთელ სოფელს რადგან მის სანაპიროზე კარგი ტალღებია სერფინგით გასართობად.

– სამხედროები პირველები ხვდებიან ომის აფსურდულობას. ვერასოდეს გაიგებ რა შეგიძლია თუ მუშაობ მყუდრო ადგილას, ამას ყველაზე უკეთ კურცი ხვდება. ნიჭიერი ოფიცერი, ბრწყინვალე გონების მქონე ადვილად ხვდება ცივილიზაციის აფსურდულობას და მის ბნელ მხარეს. ერთადერთის აშუალება ცხოვრების გაგრძელებსი მიიღო ეს სიბნელე და ჩამოიხსნა ნიღაბი გახდე ის რაც ხარ სინამდვილეში. ადამიანი ჩვეულებრივი ცხოველია, მტაცებელი ცხოველი, ამიტომაცაა კურცი მიდის კამბოჯაში შემოიკრიბავს გარშემო საკუტარი იდეოლოგიის მიმდევრებს და იწყებ გარიყულად ცხოვრებას, ივიწყებს ყველას ოჯახს, მეგობრებს კარიერას. ყველას საკუთარი ომი აქვს. კაპიტანი ვილარდი გადის იგივე ცხოვრებისეულ გზას, ოღონდ საპირისპირო დასკვნებს აკეთებს, მიაღწევს რა მის “ტაძრამდე” მოკლავს მას, ეს სცენა ფილმში ბრწყინვალედაა გადმოცემული რიტმულად გადმოსცემს ხარის დაკვლის ეპიზოდს. ოღონდ კურცის ადგილს არ იკავებს, ეთანხმება მას და იზიარებს მის შეხედულებებს, ცივილიზაციის აფსურდულობას. მაგრამ ვილარდი უბრუნდება ცივილიზაციას იმ იმედით რომ ოდესმე ჩვენ შევიცვლებით და ვიქნებით ადამიანები არა მტაცებელი ცხოველები.

– ეპილოგი. აპოკალიფსი დღეს რადიკალურად განსხვავდება ვიეტნამის თემაზე გადაღებული სხვა ფილმებისგან (რაზმი და ირმებზე მონადირე), ეს გაცილებით რთული, ღრმა და უფრო მრავალსიტყვიანი ფილმია.

ავტორი: გიორგი ბაბუციძე

84 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი