ლუკა კუხიანიძე: უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ, უკანაც არის კარგი რამ და რომ ხანდახან განვითარება როცა ჩერდება, ესეც განვითარებაა. ნუ დაფრთხებით იმის გამო, რომ რაღაც გაჩერდა, ასე ხომ გაჩერების ფასსაც ისწავლის ადამიანი და მეტსაც…

თქვენი აზრით ყველა ქალი ევაა?

ცხადია ბიბლია თეოლოგიაა და ამას ნაკლებად თუ აკავშირებენ ხოლმე ლიტერატურასთან, მაგრამ იქიდან გამომდინარეც, რა ხანგრძლივობითაც ევა ჩნდება ძველ აღთქმაში, ცხადზე უცხადესია, რომ ევას მთლიანი ხასიათის მეჩვიდმეტედს ვხედავთ, რომელიც დემონიზირებულია, მაგრამ გასაგები. საზოგადოდ პერსონაჟის ჩამოყალიბების მარტივი ხელოვნებაც ასეთია, ჩვენ ვწერთ არა ადამიანზე, რომელიც არსებობს და უცვლელია, მუდმივად ასეთი, არამედ თვისებაზე, რომელიც „ხომ არ აჯობებდა, ადამიანს საერთოდ არ გამოეცადა, ნამდვილს ცხოვრებაში?“;მე ამ კითხვას დავსვამდი ასე: „არსებობს ფიქრის კუნთი, რომელიც ვისმე ადამიანს აკლია?“ და მაშინ ვიტყოდი, — არ არსებობს, ყველა ფიქრის კუნთი,ყველა ადამიანს აქვს. ისე კი, მე მგონი, უფრო გეთანხმებთ, ვიდრე გეწინააღმდეგებით, მაგრამ ჩაღმავებისას ეს დათანხმება სრულიად ქრება.

როგორია თქვენს წარმოდგენაში იდეალური ქალი?

ჩემი აზრით იდეალური ჩემ მიერ შექმნილი პერსონაჟებია, ყველა გაგებით. არავისაც რომ არ მოსწონდეს, მაინც. ისინი რაღაც იდეის მატარებელნი არიან და მე ყველაზე უფრო მეტად მესმის ჩემი პერსონაჟების. იყო წიგნები, რომელ პერსონაჟებისაც მესმოდა, მაგრამ არ ვგრძნობდი, განცდად ვერ მიიქცეოდა, ისეც გახლდათ, რომ განვიცდიდი, გრძნობით ვზრდიდი, მაგრამ არ მესმოდა. მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დონ კიხოტის მესმოდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, ვერ განვიცდიდი. ჩემი აზრით ეს უსათუოდ სერვანტესის გამოისობითაა, მაგრამ კი ამაში არავინ დამეთანხმება

სად იწყბა და სად მთავრდება თქვენთვის თავისუფლება ?

ალბათ მთავრდება იქ, სადაც სხვისა უნდა დაიწყოს. ვიცით ეს აზრი „შენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყებაო სხვისი“; ალბათ ეს არის ამ კითხვის პასუხი, მაგრამ თავისუფელბას რომ ჩავუღრმავდეთ, მე მგონი, თავისუფლება სწორედ უსაზღვრობაა.

თქვენი ყველაზე ძლიერი ნარკოტიკი არის?

ნახევარი ცხოვრება ავადმყოფობაში გავატარე. ალბათ მუშაობა ყველაზე მეტად მსიამოვნებას თუ ნარკოტიკს გავიაზრებთ, როგორც სიამოვნებას. თუ ერთ-ერთ მხრივ დავინახავთ, ყველა ნამდვილი ნარკოტიკი ხომ იმედის ჩამსახველია, მე კი მუშაობა მისახავს მომავლის იმედს და დარწმუნებული ვარ, ეს იმედი მართლდება კიდეც, განსახვევებით იმ ფანტომებისგან. თანაც ჩემი სამუშაო მხოლოდ წიგნების წერა და მოთხრობების გადათეთრება არ არის; ისე რომ, ნიკოტინსა ვსწევ ძალიან პატარაობიდან, ყავას ვსვამ, — დანარჩენებს დავანებე თავი, ყველაფერს, ყველაფერს, ყველაფერს.

XXI საუკუნე „ხერხემალში გადამტვრეული“ თაობის საუკუნეაა?

გააჩნია „ხერხემალში გადამტვრეული“ რა მიზნით გავიგებთ და გააჩნია თუ არა მეტაფორული ხასიათი. თუ ამით მხოლოდ დამოკიდებულების ჩვენება გვინდა. მაგალითად „ეს თაობა ძალიან სუსტია“, მაშინ სხვა პასუხი უნდა გაგცეთ, რომელიც ძალიან ვრცელია, მაგრამ თუ თქვენ ამას გულისხმობთ, როგორც უსაყრდენო, უძალო, უმომავლო, რომელიც უფრო ხერხელმის მნიშვნელობიდან კი არა, უსაყრდენობიდანაა დახასიათებული, მაშინ სხვა რამეს გეტყვით. მე ვფიქრობ თაობა ძალიან აპოლიტიკურია, მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას ვთქვა, რომ ისინი ხერხემალში გადამტყდარნი არიან, ვინაიდან პოლიტიკური განვითარების დღევანდელი გზა სწორედ ის არის, რომ საზოგადოება ძალიან აპოლიტიკური უნდა იყოს, —
ნებისმიერ საკითხში ასეა, არამხოლოდ პოლიტიკაში, მაგრამ პოლიტიკაში ეს მკვეთრად იბრისება. ისიც, რომ ჩვენ აპოლიტიკურები ვართ, ზოგადი განვითარების ნაწილია, მტკივნეული, მაგრამ განვითარების ნაწილია. ახლა კითხვა მხოლოდ ქართველ ერზე არ არის დასმული და მაგალითად ბელგიაში რომ ჩავიდეთ, სრულიად სხვა სურათს ვნახავთ, ბორდოსა და პარიზში კიდევ სხვას და ამერიკაში საერთოდ სხვას. რუსეთში კიდევ, სურათს საერთოდ ვერ ვნახავთ, მაგრამ ყველა ხალხის თაობას ერთი რამ ახასიათებს, — ეს არის
მუდმივი წინსვლა, რომელიც ხანდახან მავნებელია. ვმოგზაურობ და ვამჩნევ, ადამიანებს უფრო მეტად იცვამენ სამოცდაათიანებს, ვიდრე თანამედროვე ტანისსამოსს და ქართველი დიზაინერები უცხოეთში ჩვენს ოთხმოცდაათიანების ჩაცმას ყიდიან.

რას გვეტყვით წიგნზე რომელსაც თქვენი მკითხველი ელოდება „სუნთქვა ცალი ფილტვით“ როდის გამოვა ?

არ ვიცი, რომანი დასრულებულია მრავალი ადამიანის აზრით, მაგრამ მე ამას მონახაზს ვეძახი. ბევრი მუშაობაა საჭირო ამ რომანზე. ზუსტი თარიღის თქმა შეუძლებელია. ზოგადად კი იმას მოვიწერები, რომ ხანდისხან ვფიქრობ, რომ ხომ არ სჯობს, ჯერ სხვა რომანი გამოვსცე, მერე კი სხვა, რომ ადამიანებმა იცოდნენ, უფრო კარგი რაღაცაც შემიძლია, რომელიც ჩვეულებრივია სინამდვილეში. ამ რომანით ძალიან დიდ ქარიშხალს ვეთამაშები, ძალიან სხვანაირად არის ერთი – დაწერილი, მეორე – გადმოცემული, მესამე – მატარებელი. მაგრამ თუ მე ლიტერატურაში ვიქნები, თუ უნდა ვიყო, ეს იქნება სამუდამო და უცვლელი
ვექტორი, მაგრამ რაღაცების შეცვლა შეიძლება. სხვა, რა ვიცი, რა გითხრათ, ბევრ რამეზეა რომანი, სჯობს, დაველოდოთ კიდევ ერთ, ან ორ წელიწადს, თუნდაც სამს. ბევრ რამეზე ვმუშაობ, როგორც იცით, რომანსაც აქვს დაღვინების დრო, მე ხომ სამი რომანი მაქვს უკვე, მაგრამ ყოველთვის ამ რომანზე მეკითხებიან ხოლმე და რატომ, ვერ გავიგე. ეს ალბათ იმას ესაძირკველება, რომ პირველი 5 თავი გამოვაქყვეყნეთ. ამას გარდა, არ მიბეჭდავენ ჩემს ჩანაწერებს და მოთხრობებს, ყველა გამომცემელი ფულზე ფიქრობს და ყველასთან
ურთიერთობა შევწყვიტე, მაგრამ ერთი არის, მე მგონი, ორიც.

და ბოლოს სიყვარული არის….

ამას თვად უპასუხეთ, და იცოდეთ, რომ მე ვეთანხმები.

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

331 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი