ახლახან გაირკვა, რომ ლიამ ჰემსვორტი და მაილი საირუსი დეკემბერში საიდუმლოდ დაქორწინდნენ. ინტერვიუში ლიამმა განაცხადა,რომ ახლა მაილი მის გვარს რეალურად ატარებს. ასევე დაამატა,რომ ეს მაილის სურვილი იყო, რამაც ძალიან გაახარა. ისინი თვენახევარია, რაც ცოლ-ქმრად მოიხსენიებიან. მაგრამ პირველი ორი კვირა მართლაც უცხო იყო მათთვის ამის გაცნობიერება. მომღერალმა Extra-ს განუცხადა, რომ ,,ქორწინება, როგორც ჩანს საკმაოდ კარგია და მათ საქმიანობას ეს ხელს საერთოდ არ უშლის.”,,ჩვენ ორივე მტკიცედ ვეკიდებით ჩვენს საქმეს’’. მაილიმ განაცხადა,რომ ორშაბათს მისი ფილმის პრემიერა იქნება, რომელსაც დაესწრება.

ავტორი: ნინი მამამთავრიშვილი

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი