„კოცნა“ (the kiss) ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვრის გუსტავ კლიმტის ყველაზე რომანტიკულ ნახატად აღიარებული შედევრია, რომელიც 1907-1908 წლებში შეიქმნა.
ვენის ბელვედერის გალერეამ კლიმტს „კოცნაში“ იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა – 25 000 კრონი გადაუხადა. ამჟამად ტილო ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს და ბელვედერის სასახლეშია დაცული.

ტილოზე ასახულია შეყვარებული წყვილი, რომელიც ყვავილებიანი მდელოს განაპირას, უფსკრულთან დგას – მათი ეროტიკული ბედნიერება დედამიწას სცდება. ოქროსფერი სამოსი თითქოს გრძნობაა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ფიგურებს ერთმანეთში აერთიანებს. კაცს სახე არ უჩანს, რადგან დახრილია და მოწიწებით, ლოყაზე კოცნის სატრფოს.

ფერის, ფორმის, ორნამენტისა და მასალის სინთეზით (მხატვარმა ფერისა და რელიეფისთვის ოქროს ფირფიტები გამოიყენა) კლიმტმა გრძნობის, ეროტიზმის და ვნების ჰიმნი შექმნა.

160 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი