“ეჭვები” ყველა ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ხშირად დგება ხოლმე მომენტი, როდესაც გვიჩნდება საკუთარი თავისა თუ შესაძლებლობების მიმართ ეჭვები, ამას თან ახლავს დანებებისა და უკან დახევის სურვილიც. მსგავსი შემთხვევები წარმატებულ ადამიანებსაც გადაუტანიათ მაგ: ლიონელ მესი, რომელიც არაჩვებულებრივარდ თამაშობდა, მაგრამ სიმაღლის გამო გუნდში არ აჰყავდათ, მან ყველაფერი გააკეთა  გუნდში მოსახვედრად, ის გაიწელა 5სმ -ით და  ამით მიაღწია საწადელს, დღეს-დღეობით მესი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია. ბრძოლისუნარიანობა უტყუარი ხერხია, რომელსაც გამარჯვბამდე მივყავართ, ეს რთული, მაგრამ გასავლელი გზაა. არავინ უარყოფს ეჭვებს, რომელსაც საფუძვლად დეპრესია უდევს საკმაოდ რთული გადასალახი პერიოდია ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. თუმცა, წინააღმდეგობებისა და დაბრკოლების მიუხედავად შესაძლებელია ეს სისუსტეებიც რაღაც განსაკუთრებულად ვაქციოთ და ამ გზებით მივიდეთ “საკუთარ თავთან”.

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

1, 154 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი