სად გაქრა ყველა ლიდერი? ეს ცხოვრების ყველა სფეროში – სახელმწიფო მმართველობაში, განათლებაში, ბიზნესში, რელიგიაში და ხელოვნებაში – აღინიშნება ლიდერების მწვავე დეფიციტი. ეს კრიზისი ნაწილობრივ განპირობებულია სერიოზული გარდაქმნებით, რომლებიც ამ ინსტიტუტებში მიმდინარეობს. ცხოვრება სულ უფრო გაურკვეველი  ხდება, ხოლო ლიდერობა უფრო სარისკო. თუმცა ლიდერობის კრიზისის მთავარი მიზეზია – დაუჯერებელი ტექნოლოგიური რევოლუცია. ჩვენ გვარწმუნებდნენ იმაში, რომ მეცნიერულ მიდგომას შეუძლია გადაჭრას ნებისმიერი პრობლემა, ხოლო ტექნოლოგიები ხელს უწყობენ გადაწყვეტილებების უფრო სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას ვიდრე ადრე.

ვინ არიან ლიდერები? რა ცომისგან არიან გაკეთებულები? ვინ არიან ეს ქალები და მამაკაცები, რომლებმაც შეძლეს წარმატების მიღწევა და რომლებიც ეხმარებიან დანარჩენებს იგივეს გაკეთებაში? როგორ ძლევენ ისინი სირთულეებს? სად პოულობენ შესაძლებლობებს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ყოველი ადამიანისთვის, ვისაც სწყურია ფინანსური წარმატება, პირადი დაკმაყოფილება და თვითრეალიზაცია, რომელთა მიღწევაც ხდება მაშინ, როდესაც შესაძლებელი რეალობად გადაიქცევა.

სიტყვა “ლიდერი” არ არის სიტყვა “უფროსი”-ს სინონიმი. უფროსებს ჰყავთ ქვეშემრდომები ან თანმიმდევრები. თანამედროვე ჭეშმარიტ ლიდერებს არ ჰყავთ თანმიმდევრები ამ სიტყვის ტრადიციული გაგებით. ლიდერობის ოსტატები უფრო შორს მიდიან და თავიანთ თანამიმდევრებს სხვა ლიდერებად აქცევენ. ლიდერობის ოსტატობის ჭეშმარიტი გავლენა ვრცელდება არა მხოლოდ კამპანიის ყველა თანამშრომელზე, არამედ ყველაზე, ვინც ხვდება მათ ცხოვრების გზაზე.

როგორ გამოსდით მათ ეს?

დასაწყისისთვის თქვენ ვერ აუვლით პიროვნულ თვისებებს, რომლებიც ტარდიციულად ლიდერული თვისებების (დაჟინებულობის, გადაწყვეტილების მიღების უნარის, მოქნილობის, უეცარი ცვლილებებისადმი მისადაგების უნარის, აზროვნების პროგრესულობის) ფარგლებს სცდება. დღეს ეს თვისებები პირველ ადგილზე გამოდის. ლიდერის, როგორც ლომების მომთვინიერებლის ხატი მეტად აღარ კოტირდება, და დიდად არც არასდროს კოტირდებოდა.

ამგვარად ლიდერობის ოსტატობის მიზანია – არ გასწავლოთ თქვენ ადამიანობის  მეთაურობა და მანიპულირება შიშის ან ჯილდოს დაპირების დახმარებით.

მიიჩნევენ რომ ზოგიერთი ადამიანი ლიდერად იბადება, ისევე როგორც ზოგიერთი მგელი ან ბაბუინი ბუნებრივად იკავებს ჯოგში წინამძღოლის პოზიციას. არსებობს აზრი, რომ ზოგიერთ ადამიანს მისი გენეტიკური თვისებებურების ძალით უბრალოდ მოწოდება აქვს აიღოს პასუხისმგებლობა და სხვებს გაუძღვეს წინ. ეს ერთი ვერსიაა.

მაგრამ მეორე თეორიის მიხედვით ლიდერებად არ იბადებიან, არამედ ხდებიან. საქმე არა გნებში, არამედ გამოცდილებში და პრაქტიკაშა. აქედან გამომდინარეობს, რომ ლიდერად გახდომა ნებისმიერს შეუძლია, ვისაც აქვს საკმარისი პრაქტიკა და მომზადება. დღეს ის კუდში მისჩანჩალებს, ხვალ კი შესაბამისი ცოდნის, ხერხების, უნარისა და გამოცდილების წყალობით ავანგარდში გადავა.

ჩამოგითვლით რამდენიმე ელემენტს, რომელთა გარეშეც ფონს ვერ გავა თანამედროვე ლიდერი:

ა) კანონიერი ძალაუფლება. ლიდერს ირჩევს, ან ნებაყოფლობით აღიარებს კოლექტივი. ყველა ჩვენგანი გარკვეულწილად დაპროგრამებულია ლიდერობაზე: ჩვენ ან თვითონ ხელმძღვანელობით, ან ჩვენ გვხელმძღვანელობენ, მაგრამ ძალაუფლების ინსტიქტური მოთხოვნილება დამახასიათებელია ყოველი ჩვენთაგანსთვის.

ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანს, რომელსაც აქვს ოცნება, შეუძლია ამ ოცნებით სხვების დასნებოვნება ისე, რომ ეს ოცნება საერთო გახდეს. ხშირად ეს მიიღწევა გამომსახველი ენობრივი საშუალებებით, თუმცა კომუნიკაცია ქმედების მეშვეობით გაცილებით უფრო ეფექტიანია. ლიდერები ზუსტად გრძნობენ საჭირო მომენტს, როცა გუნდი მზადაა აღიქვას ესა თუ ის იდეა, და ხელიდან არ უშვებენ მისით სარგებლობის შემთხვევას.

ბ) სკუთარი თავის გულწრფერი წმენა. ლიდერებს გულწრფელად სწამთ საკუთარი თავის. ამის გარეშე მათ არ დაუჯერებენ გარშემომყოფები. ლიდერებმა აბსოლიტურად ზუსტად იციან, რომ შეძლებენ ნებისმიერი სირთულის დაძლევას და დასახული მიზნებისკენ მიღწევას.

გ)დარწმუნებლობა და მოქნილი აზროვნება. ნამდვილი ლიდერები ვალდებულები არიან დარწმუნებულები იყვნენ თავიანთ პოზიციაში საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით. ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ მრწამსით, და არა მხოლოდ აზრებით, განსაკუთრებით თუ საუბარია მორალურ პრინციპებზე. ამავდროულად მათთვის დამახასიათებელი არ არის სიჯიუტე. ლიდერებს ყურადღებით მოსმენა შეუძლიათ – ეს არის თვისება, რომელიც აუცილებელია შეცვლის უნარისთვის. ლიდერმა არ უნდა გადაუხვიოს თავის მიზანს და უნდა აგაითვალისწინოს იმათი მიზნები, ვინც მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრება ჩამორჩენის რისკი.

დ) გარისკვისთვის მზადყოფნა. წრუმატებლობის შიში ბევრ ადამიანს ხელს უშლის საკუთარი შანსის გამოყენებაში. თავისთავად რისკის არ აღება არც თუ ისე ცუდი შანსია. მაგრამ თუ წარმატების უპირატესობა წარუმატებლობის ალბათობას გადასწონის, ლიდერმა შემთხვევით უნდა ისარგებლოს. თუ რისკი იმად ღირს, რომ მასზე წახვიდე, ლიდერი ვალდებულია გარისკოს.

ე) მიზანმიმართულობა. ლიდერები უბრძოლველად არ ნებდებიან. წარმატება ადვილად ყოველთვის როდი მოდის, მაგრამ ისინი არ ნებდებიან, სანამ გუნდთან ერთად არ მიაღწევენ საჭირო შედეგებს. ამსთან მათ ესმით ყველა ბრძოლაში ვერ გაიმარჯვებენ მხოლოდ დაჟინებულობის დახმარებით. ლიდერებმა იციან: ბევრი მიზანი მიღწევადია, მთავარია სურვილი იყოს. და მოქმედებენ ამ მრწამსით.

დეილ კარნეტი – ” როგორ გავხდეთ ყველასთვის პატივსაცემი და ავტორიტეტული პიროვნება”

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა: სოფია ხვიბლიანმა

248 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი