ბუდა (სიდჰარტა გაუტამა ბუდა) იყო სულიერი ლიდერი, რომელმაც ბუდიზმი დააფუძნა. მისი დაბადებისა და გარადაცვალების ზუსტი დრო უცნობია. მე-20 საუკუნის ისტორიკოსთა უმეტესობა თვლიდა, რომ იგი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 563-483 წლებში მოღვაწეობდა, მაგრამ ბოლოდროინდელი შეხედულებით, ზოგიერთი ბუდას სიკვდილის პერიოდად 486-483 წლებს მიიჩნევს რეალურად, ზოგი კი 411-400 წლებს.
ბუდას დაბადების ადგილად დღევნდელი ნეპალის ტერიტორია, ლუმბინი ითვლება, გარდაცვალებისას კი დღევანდელი ინდოეთის ტერიტორია, სახელდობრ კი კუშინაგარი.
ბუდა ბუდიზმის რელიგიის მიმდევრების გარდა, მსოფლიოს სხვა რელიგიებსა თუ სექტებში, მათ შორის, ჰინდუიზმსა და აჰმადია ისლამში და ბაჰაისტთა რწმენაში, ღმერთად და წინასწარმეტყველადაა მიჩნეული.

„ნუ იცხოვრებ წარსულით, ნუ იოცნებებ მომავალზე, კონცენტრირება გააკეთე აწმყოზე.“

„ათასობით არაფრისმთქმელ სიტყვას, ერთი მშვიდობის მომტანი სიტყვა სჯობია.“

„არც საჭმელი მიიღო ზომაზე მეტად და არც შეგშურდეს სხვების. ის ვისაც შურს სხვების, გონების სიმშვიდეს ვერ ეღირსება.“

„სიკვდილიც კი ვერ შეაშინებს მას, ვისაც ბრძნულად უცხოვრია ამ ქვეყნად.“

„სიძულვილი ვერ შეწყდება სიძულვილითვე. მას მხოლოდ სიყვარული შეაჩერებს. ეს მარადიული კანონია.“

„მას ვისაც 50 ადამიანი უყვარს, 50 წუხილი და დარდი აქვს. მას ვისაც არცერთი არ უყვარს არც წუხილი და დარდი აქვს.“

„ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ჯილდოა. იგი უზარმაზარი სიმდიდრით კმაყოფილებისა და საუკეთესო ურთიერთობის უტყუარი ნიშანია.“

„მე ვერასოდეს ვუყურებ თუ რა გაკეთდა, მე მხოლოდ ვხედავ თუ რა შემორჩა ამ გაკეთებულიდან.“

„ცაში არ არსებობს განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ამ განსხვავებებს ხალხი დედამიწაზე თავიანთი გონების მიხედვით ქმნის და შემდგომ იჯერებს და სიმართლედ მიაჩნია იგი.“

„ათასობით ბრძოლების მოგებას შენი საკუთარი თავის დაპყრობა ჯობია, რადგან ეს გამარჯვება შენია და მას ვერავინ წაგართმევს. ვერც ანგელოზები და ვერც დემონები, ვერც სამოთხე და ვერც ჯოჯოხეთი.“

„სანთელი ცეცხლის გარეშე ვერ დაიწვება. ასევე ადამიანები ვერ იცხოვრებენ სულიერების გარეშე.“

„მშვიდობა შიგნიდან მოდის, არ ეძებოთ ის გარეთ.“

„გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, მას ყოველთვის მიაღწევ.“

„ენა ბასრი დანასავითაა, ის სისხლის გამოდინების გარეშე კლავს.“

„არაფერი არაა ეჭვებზე უფრო საზარელი. ეჭვები აცალკევებს ხალხს. ის არის შხამი, რომელიც ანადგურებს მეგობრობას და ანგრევს სასიამოვნო ურთიერთობებს. ის არის ხანჯალი, რომელიც კლავს.“

„ისინი, ვინც თავისუფალნი არიან გულღვარძლიანი ფიქრებისაგან, უდავოდ იპოვიან სიმშვიდეს.“

„დიდი ხნით სამი რამ არ შეიძლება დაიმალოს. მზე, მთვარე და სიმართლე.“

„ჩვენი ვალია, ჩვენი სხეული კარგ და ჯანმრთელ ფორმაში შევინარჩუნოთ, სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი გონების ისე შენარჩუნებას, რომ იგი ძლიერი და ნათელი იყოს.“

„ჩვენ ჩვენივე ფიქრებით ვყალიბდებით და ვფხვიერდებით. ისინი, რომელთა გონებაც დაუზოგავი ფიქრებით ყალიბდება, სიხარულს გასცემენ, როცა საუბრობენ თუ მოქმედებენ. სიხარული მათ ცხოვრებაში ისევე მარადიულად მიჰყვება, როგორც მზიან ამინდში თავიანთი აჩრდილი.“

„შენი საკუთარი თავის ხსნას თავადვე ეცადე. ნუ იქნები სხვებზე დამოკიდებული.“

„თუ კი ვინმე ამ დედამიწაზე იმსახურებს შენს სიყვარულსა და ერთგულებას, ეს თავად შენ თვითონ ხარ.“

„ცაზე აღმოსავლეთისა და დასავლეთს შორის განსხვავებას ვერ შეამჩნევთ – ეს ნიშნები არ არსებობს. ადამიანები თავად ქმნიან წარმოდგენებს და შემდეგ სწამთ, რომ ისინი სიმართლეა.“

„ბოროტი და არაკეთილსინდისიერი მეგობარი, უფრო საფრთხილოა ვიდრე ველური ურჩხული. ურჩხულმა შეიძლება თქვენი სხეული დააზიანოს, მაგრამ ბოროტი მეგობარი კი გონებას მოგიწამლავთ.“

„ნუ დარჩებით წარსულში, ნუ იოცნებებთ მომავალზე, კონცენტრირება მოახდინეთ აწმყოზე.“

„ფეხი ფეხს მაშინ გრძნობს, როცა მიწაზე დგას.“

„დარჩე ნაწყენი ნიშნავს, ხელში ცხელი ნახშირი გეჭიროს და სხვა ადამიანისთვის სროლას გეგმავდე. ერთადერთი ვინც დაიწვება შენ ხარ.“

„ადამიანი ბრძენი მაშინ კი არ არის, როცა გამუდმებით და ბევრს საუბრობს, არამედ მაშინ როცა მშვიდობისმოყვარეა, მზრუნველი, ყურადღებიანი, მოსიყვარულე, უშიშარი.“

„თუ პრობლემა მოგვარებადია, მაშინ დარდი რაღა საჭიროა? და თუ ასე არაა, დარდი ვერაფერს გიშველით.“

„გრძელია ღამე მისთვის, ვისაც ღვიძავს. გრძელია მანძილი მისთვის, ვინც დაღლილია. გრძელია ცხოვრება სულელისთვის, რომელმაც არ იცის სიმართლე.“

„არსებობს ორი სახის ტანჯვა: პირველი ტანჯვაა რომელიც უფრო მეტ ტანჯვას იწვევს და არსებობს მეორე სახის ტანჯვაც, რომლის შემდეგაც ტანჯვა სრულდება.“

„ათასობით სანთელი შეიძლება აინთოს ერთი სანთლით ისე, რომ ეს სანთელი მაინც იგივე დროში დაიწვება, ბედნიერება გაზიარებით არ მცირდება.“

„რატომ აკეთებთ იმას, რასაც ინანებთ? რატომ იხდით სატირლად საქმეს? აკეთეთ მხოლოდ ის, რასაც არასდროს ინანებთ – ის რაც სიამოვნებას მოგიტანთ.“

„დოქი წვეთებით ივსება.“

„იყავით მადლიერი, იმისათვის რაც მოგეცათ. თუნდაც მცირედისთვის.“

„მას, ვისაც საკუთარი თავი უყვარს არასოდეს ავნებს სხვას.“

„ის აზრი, რომ ვინმეს შეუძლია გაგაბედნიეროს ან გაგაუბედუროს, უბრალოდ სასაცილოა.“

„რა სიცილი, რა სიხარული, როდესაც ქვეყანა მუდამ იწვის? წყვდიადით დაფარულინი, რატომ არ ეძებთ სინათლეს?“

„არავინ არ გვარჩენს ჩვენ, ჩვენვე ვშველით საკუთარ თავს. არავის არ აქვს უფლება და ძალა ჩვენი გადარჩენისა. ჩვენ თვითონ უნდა შევძლოდ გზის გავლა.“

„სიმშვიდის ტოლფასი ბედნიერება არ არსებობს.“

331 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი