მილანიდან ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ, ჯიჯი ჰადიდი შენიშნეს ზაინ მალიკის ბინაში.

ჰადიდი და მალიკი ოფიციალურად ჯერ კიდევ ნოემბერში ხვდებოდნენ, 3 დეკემბერს W- ის ინტერვიუში მოდელმა მალიკი მის ,,მეგობარ ბიჭად“ მოიხსენია. მაგრამ ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 3 იანვარს Entertainment Tonight-მა და Us Weekly-მ გამოაქვეყნეს ცალკეული ანგარიშები, რომელთა მიხედვითაც ისინი აღარ იყვნენ ერთად.

,,ჯიჯი და ზაინი დაშორდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ უყვართ ერთმანეთი’’- განმარტა Entertainment Tonight-მა. ,,წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ურთიერთობის შენარჩუნებას, მაგრამ ვერ შეძლეს’’.

,,მათ შეეძლოთ ერთად ყოფნა, მაგრამ ახლა დაასრულეს’’. ,,მალიკს პირად სირთულეებთან ბრძოლა უწევდა. ჯიჯი მთელ თავის დროს და ენერგიას მას უთმობდა, მაგრამ ვერ შეძლო დახმარება’’.

ერთ-ერთი წყარო განმარტავს, რომ წყვილი მალიკის ბინაში ნოემბრის დასაწყისში შენიშნეს. თუმცა მათი ურთიერთობის ზუსტი სტატუსი მხოლოდ ჰადიდმა და მალიკმა იციან.

ავტორი: ნინი მამამთავრიშვილი

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი