მართალია დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამოები იყიდება ძირმაგარის მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც მინდა, ერთი შინაურული წამალი გასწავლოთ. ეს მართლაც სასწაულოქმედი საშუალებაა, მე პირადად ერთი დადება მყოფნის, რომ ძირამაგარა მომწიფდეს და ძირფესვიანად ამოვარდეს. ადვილადაც მზადდება და იაფიც ჯდება.

აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და მჭადის ფქვილი, რასაც შეიზელს. ამ მასისგან გაკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, შეიხვიეთ დოლბანდით და ერთი დღე გაიჩერეთ. მეორე დღეს ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე ვერ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ.

ეს საშულება ბებიამ მასწავლა ნებისმიერ ჩირქგროვას (მათ შორის დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც ) უხდებაო.

ექიმის კომენტარი: რეცეპტის ძირითადი აქტიური კომპონენტი, რომელიც ჩანს, თაფლია, რომელსაც ძლიერი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენაციული თვისებები აქვს, კვერცხის გული და სიმინდის ფქვილი ამ შემთხვევაში ქსოვილებში თაფლის ინფილტრაციას და მისი ფარმაკოლოგიური თვისებების რეალიზაციას უწყობს ხელს. შენიშვნის სახით უნდა ვუთხრათ მკითხველს, რომ თუ ჩირქოვანი წარმონაქმნები (ფურუნკულები, კარბუნკულები, და სხვა) ხშირად უჩნდება, აუცილებლად გაიკეთოს სისხლის ანალიზი შაქარზე.

ხალხური სამურნალო რეცეპტები  „კარაბადინი“

სპეციალურად საიტისთვის მოამზადა:  სოფია ხვიბლიანმა

573 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი