მორიელი – მორიელი ყველაზე აუტანელ ზოდიაქოდაა მიჩნეული, მისი გაგება რთული კი არა, არამედ შეუძლებელია. ადამიანები მასთან კონტაქტს ხშირად ერიდებიან, რადგან აშინებთ მუდმივი კონკურენცია და შეჯიბრის განცდა. შეიძლება ითქვას, რომ მორიელის დევიზია -იყოს ყველგან და ყველაფერში ლიდერი, ამისთვის იგი ყველაფერზეა წამსვლელი, იგი იმდენად უმოწყალოა, რომ არ მოერიდება არც ადამიანის დაჩაგვრას, არც შურისძიებას, არც გულისტკენას…აგრეთვე მათთან ურთიერთობას ერიდებიან ცინიკური დამოკიდებულების გამო, ცინიზმი ხომ ის აუტანელი თვისებაა, რომელსაც ყველა გაურბის. მორიელის გაგება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ლიდერის “ტახტს” უბრძოლველად დაუთმობთ.

კირჩხიბი – კირჩხიბები ერთ-ერთი ყველაზე აუტანელი ზოდიაქოები არიან, ისინი ხომ იმდენად მესაკუთრეები არიან, რომ ხშირად მათი გაგება ძალიან რთულია, ხშირად ქმნიან პრობლემებს იმისგან რაც სინამდვილეში პრობლემას სრულებით არ წარმოადვენს, უყვართ გაზვიადება, ადამიანების კონტროლი. კირჩხიბები ადამიანებს ვალდებულად თვლიან ანგარიში ჩააბარონ, მათ ხომ ყველაფერი უნდა იცოდნენ. კირჩხიბები დეპრესიულ ზოდიაქოებად არიან მიჩნეულნი, რაც ხშირად გარშემომყოფთა გაღიზიანებას იწვევს, თუმცა მას ეს სრულებით არ აინტერესებს. აგრეთვე მათი დამახასიათებელი თვისებაა მესაკუთრეობა, თუ კირჩხიბმა თქვენი ნაბიჯების გაკონტროლება დაიწყო არ გაგიკვირდეთ, რადგან ის უკვე თავის საკუთრებად გთვლით.

ვერძი – ვერძთან ურთიერთობა ნამდვილად რთულია, მისი აუტანელი ხასიათის გამო. რაში გამოიხატება მისი აუტანლობა? რაღათქაუმდა მის პირდაპირობაში, ხშირად უკმეხ გამონათქვამებში, კონფლიქტების ხელოვნურად შექმნაში რაც არაჩვეულებრივად გამოსდის. მისი პირდაპირობა გარშემომყოფებს იმდენად აღიზიანებთ, რომ ცდილობენ მათგან თავი შორს დაიჭირონ და არ გააღიზიანონ იგი, რადგან ვერძი თუ გაბრაზდა სიმართლეს ისე მოგახლით პირში არავის და არაფრის არ მოერიდება. ვერძები გამოირჩევიან იმპულსურობითაც, ამიტომ იგი თუ გაბრაზებულია მასთან კონტაქვს ყველა ერიდება

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი