ტერენტი გრანელი ( ნამდვილი გვარი კვირკველია) დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის, სამსონ კვირკველიას ოჯახში. პოეტი 5 წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. სმასონმა ცოლად დარია მებონიას ქალი შეირთო, რომელიც ძალზედ თბილი და კარგი ადამიანი გახლდათ.

ტერენტის ორი და ჰყავდა – მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარეიას ხშირად დაჰყავდა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე.

მიუხედავად მატერიალური გაჭირვებისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული კი ტერენტის ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ გაუღვივა. სწორედ მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან დაბრუნებული, გვიანობამდე იჯდა სახელოსნოში და წაღებს კერავდა. ტერენტი გარნელის ცხოვრება ყოველთვის წინაღმდეგობებით იყო სავსე, იქნებ სწორედ ამიტომ იყო პოეტი ასეთი სევდიანი და გულჩათხრობილი…

ტერენტი 1918 წლიდან გადმოსახლდა თბილისში. მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დარსებულ კურსებზე, თბილისშივე დაიწყო ლიტერეტურული მოღვაწეობა.

ტერენტი გრანელი ადრეულ ასაკშივე გაიტაცა ეროვნული თავისუფლების იდეამ. „ ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში. დაე ხომ ყველამ გაიგოს, რომ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივემთ, აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“. – წერდა ახალგაზრდა პოეტი.

ოცი წლის წინ ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობდა ეროვნულ პრობლემაზე: „ამ დაბაში ( იგულისხმება ოჩამჩირე ) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს. ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობლების დროს ქართული ენის უცოდინრობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა ადავაბრალოთ?! თამამად შეძლება ითქვს, რომ ყველა ეს ჩვენ გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიოური ენის შესწვალას. ამისთვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“.

ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარუ ახალგაზრდებთან. აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიასა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესტეთიკურ იდეალებზე, ტერენტი გრანელი წერდა:

„ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათების სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“.

ტერენტი ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობდა მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას, ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიმიას პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტები იყვნენ: პუშკინი, ბლოკი, ტიუჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობდა ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობდა მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებდა, უჭირდა მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო ამბობდა.

ფსევდონიმი…

პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კირკველიეების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „გრანუმ“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია:

„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცროსი ნაწილი ვარო“…

მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერაში – „აბესალომ და ეთერი“ – მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და სწორედ მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უიღბლო აღმოჩნდა, ორი წლის  უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა…

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

1, 503 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი