ნონა ხიდეშელი აქვეყნებს სტატუს:

უნდა ისწავლო ცხოვრება სიჩუმეში. ხშირად ვეუბნები ჩემს თავს, ცხოვრება ოცნებები და პროჟექტორის შუქები არ არის, ცხოვრება არც ბრძოლაა, არც ამბიციები და კარიერა, ცხოვრება ეს საკუთარ თავთან თანაარსებობაა. ხშირად გვაბრმავებს თავბრუდამხვევი ლენგედები და ისტორიები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან, უმეტესად კარგად დაგეგმილი და შექმნილი გრანდიოზული ტყუილის მსხვერპლი ვართ, და ამ ჭყეტელა ფერების მიღმა სადღაც იკარგება ადამიანი, ადამიანი რომელიც დღეს ოლიმპოს კვარცხლბეკზეა, ხვალ კი მარადიულობის შემზარავი სიმარტოვისთვისაა განწირული. ასე გვეთამაშება საკუთარი გონება, სიდიადის, მარადისობის, გენიალურობისა განუმეორებლობის მიმზედველი სარკაზმით, რომლის მიღმაც უდაბნოს შიშველი სიმარტოვეა…..უნდა ისწავლო მარტოობაში სისავსე, უნდა შექმნა შენი მარტოობა, და თუ გინდა გადარჩე , უნდა აავსო შენი სიცარიელე მხოლოდ საკუთარი თავით.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი