პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას. 

იმ ქართველმა პატარა გოგონამ, როგორც გავიგე, რამდენიმე დღის წინ მშობლებმა ცემით რომ მოკლეს, კოლუმბიელი გოგონა გამახსენა, რომელიც ბეტონის ფილებში გაიჭედა და ვულკანის ამოფრქვევით წარმოქმნილმა ტალახიანმა ნიაღვარმა თითქმის დაფარა. ორივე დიდხანს იტანჯა და ბოლოს მზის არა და ჩვენს ხელისგულებზე მოკვდნენ. ამ ნიაღვარს ვგავართ ადამიანები, საზოგადოება, განსაკუთრებით აქ, ამ ქვეყანაში. ამ ფოტოებში სიტყვები არ არის, ამ ფოტოებში არც სიჩუმეა, აქ მხოლოდ თვალებია, რომლებიც გვიყურებდნენ, მაგრამ ჩვენგან შველას კი არ ითხოვდნენ, არამედ იმას გვიმტკიცებდნენ, რომ ჩვენში არავინ იყო ისეთი, ვინც მათ უშველიდა, რადგან როგორც ნიცშემ თქვა ღმერთი მოკვდა, მაგრამ იქ კი არა, სადაც ამ პატარების მსგავსი წმინდა სულები მიჰყავს, არამედ ჩვენში, თითოეულმა ჩვენგანმა მოვკალით ჩვენში ღმერთი.

მშიშარაა,
ვინც ფიქრობს
რომ ცხოვრება მშვენიერია.

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

96 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი