ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ქალური სოლიდარობის შესახებ სტატუს აქვეყნებს:

რა მაგის პასუხია და კაცები რომ ქლიავობების წერას იწყებენ ქალებზე, ქალთა მოდგმაზე და ა.შ. და ქალები რომ პარტნიორებად მიუცუცქდებიან ხოლმე, ცუდი სანახაობაა ჩემმა მზემ. ქალური სოლიდარობის არქონის გამო კი არა, სულაც არა. უპირობო სოლიდარობაც არ იქნებოდა გონიერებით გაჯერებული, – კაცის წინაშე კუდის ქიცინის ინსტინქტის გამო ემართებათ რაღაცნაირი კვერის დაკვრის სიხარული, კიო, კიო, “ჩვენ”, შენ და მე ერთი აზრის ვართო და სპეციფიკური თანხმობა- მორჩილებით განიმსჭვალებიან თავისდაუნებურად. თითქოსდა წარმოსახვით მეტოქეებს იგერიებენ, როცა “სხვა ქალებს” კაცებთან ერთად განიკითხავენ. არადა რა კარგია მშვიდი კაცების გარემოცვაში ყოფნა, სადაც უბრალოდ ხარ შენ შენი თავი, არავისთან შედარებით, არავისგან გაცალკევებული და არავისთან შეერთებული, არც კაცთან, არც ქალთან და არც დაპირისპირება გჭირდება იმისთვის, რომ შენი თავი გაგაჩნდეს.

995 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი