როდესაც ადამიანი ამბობს, რომ არის დეპრესიაში, არ უნდა გამოვუცხადოთ მას უნდობლობა. დეპრესია დათრგუნვას ნიშნავს, არსებობს დეპრესიული განწყობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა განვიხილოთ როგორც დაავადება. დეპრესია არის ნორმალური განცდა, როდესაც ცხოვრება ჭრილობებს გვაყენებს. უმძიმესი დაავადება შეიძლება სულაც არ გვქონდეს უმძიმესი ფორმით. ორი სახის დეპრესია არსებობს. ერთი შეიძლება განიცადოს ნებისმიერმა ადამიანმა, ამას ჰქვია ეგზოგენური დეპრესია, რომელიც გარემო ფაქტორებითაა გამოწვეული, ეს არის ადამიანის დათრგუნული მდგომარეობა, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გლოვის მდგომარეობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვის, სიყვარულის კარგვის მდგომარეობა, ნებისმიერი მძიმე ტრავმა ცხოვრებისგან. თუკი ადამიანს შეუძლია დროულად მოუაროს თავს და მიმართოს სპეციალისტს, ასეთი სახის დეპრესია დროულად იკურნება, ეპიზოდი შეიძლება ამოიწუროს 4-დან 6 თვემდე ვადაში. რაც შეეხება ენდოგენურ დეპრესიას, რომელსაც ერთი შეხედვით მიზეზი არ აქვს, თუმცა მიზეზი ყოველთვის არსებობს და ეს შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი გამოვლენილი. ამ დროს ადამიანს აქვს გამორჩეულად დაბალი თვითშეფასება, ჰგონია, რომ  ყველაფერი მისი ბრალია, ასეთ ფორმას ხშირად ახლავს სუიციდის იდეები.

232 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი