“გაუფრთხილებლობით ყველაფერი ხუნდება და ფერმკრთალდება… ადამიანებისგან დიდი ყურადღება და პატივისცემა ბრიყვულად, თავზე არ უნდა მიიწერო. არ უნდა ჩათვალო, რომ გეკუთვნის და იმიტომ გექცევიან, იმსახურებ და იმიტომ გთავაზობენ. პირიქით, ეს კეთილშობილური თვისებაა და ყველასთან თანაბრად ანაწილებენ. შენ თუ იგივეს ვერ დაუბრუნებ, ტალახში მაინც არ ამოსვარო, ძვირფასი ,,თვლები”…! კეთილშობილება ადამიანის ისეთივე თვისებაა, როგორც ღიმილი, თავაზიანობა. შეიძლება შენთვის უცხო ხილი იყოს და ამიტომ გიკვირდეს სხვისგანაც…”

„როცა გიყვარს, უმნიშვნელოც გულსატკენია. სულერთისგან კი უდიდესი ყურადღებაც უმნიშვნელოა“…

„ამინდმა არ უნდა იმოქმედოს ხასიათზე, პირიქით, ხასიათმა უნდა შეცვალოს ამინდი. თუ ბედნიერი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს, იწვიმებს თუ თოვლი ჩახერგავს გზებს. სხვა, ახალი გზები მოიძებნება და უამინდობაც დაუძლურდება“…

„ღიმილი მაშინ არის ფასდაუდებელი, როცა აკრძალვის მერეც ინარჩუნებ მას და სხვაში იგივეს თუ არა, სინანულის ცრემლს მაინც გამოიწვევ. ამქვეყნად მხოლოდ სევდიანი ადამიანები იღიმიან, რადგან მათ ყველაზე მეტად ესმით ტკივილი. ტკივილს კი ისე არაფერი უხდება, როგორც ღიმილი“…

136 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი