• ის, ვინც უთქმელად მიდის, — დაბრუნების გზას იტოვებს ამით, მაგრამ ის, ვინც იტყვის, – სათქმელით სხვაობს – უკან არ ბრუნდება, და თუ ბრუნდება, მაინც წასასვლელად.
  • ადამიანმა, ყველაფრის მიუხედავად, იმის დაფასება უნდა იცოდეს, ვინც მის გვერდით იყო მაშინ, როდესაც იყო მარტო ყველასგან.
  • ბევრად უფრო ადრე გრძნობ ადამიანი, რომ ყველაფერი დამთავრდა, იმაზე ადრეც, ვიდრე განიზრახავენ საერთოდ ამას, შენდამი.
  • რაღაც მძიმის ტარებით არა, მაგრამ სიცარიელით იღლება ადამიანი.
  • გაგრძელების იდეა დავიწყებას მივეცი, თორემ მახსენდება ხოლმე და რომ მახსენდება, სწორედ ამით ვივიწყებ.
  • ერთი რამ კი ცხადზე უცხადესია: დასასრული დიდი მოთმენიბის შემდეგ ნამდვილად დასასრულია და შეუძლებელია გაგრძელდეს.
  • ყველაზე აუტანელი კი იმ ადამიანის მონატრების მოთმენაა, რომელთაც ჩვენ სიზმრებში ვხვდებით.
  • მე კი ყველა ადამიანი ოდესღაც მაინც მომნატრებია, ვისთანაც თუნდ ერთი საათი მაინც გამიტარებია ლაპარაკით, ყველა, ყველა.
  • საოცარია, რამდენხან ცდილობ, რომ დაივიწყო, მაგრამ როცა დრო გავა, სადღაცას შემთხვევით გაგახდენდება და გულში წყენა დაგიგროვდება, სწორედ იმის გამო, რომ დაივიწყე.
  • როცა წასვლა შეგიძლია, ის აუცილებელიცაა.
  • შენი გაცემული სიყვარული მაინც იმდენი მისდის ადამიანს, რამდენადაც თვითონ უყვარხარ.
  • იქნებ გვიყვარდა კიდეც ორივეს, მხოლოდ ვერცერთმა ვუთხარით ერთმანეთს.
  • შეუძლებელია, შეგვიყვარდეს მაშინ, როდესაც შეუძლებელია, რომ მასაც შევუყვარდეთ.
  • ის, რაც ბუნებრივია, შეუძლებელია, იყოს სიმახინჯე.
  • სიყვარული მაინც ის არის, რაც დაშორების შემდეგ გრძელდება დასაბრუნებლად.
  • ეს იყო სიყვარული, რომელშიც არცერთხელ თქმულა სიტყვა “მიყვარხარ”, და ამით იყო იგი დიდებით გადიდებული.
  • შესაძლოა, ჩვენ ერთმანეთი გვენატრება და არ ვეკარებოდეთ ერთმანეთს იმ ტკივილის შიშის შიშით, ერთად ყოფნისას რომ გამოჩნდება, ეჭვსგარეშეა, მაგრამ მონატრების მოთმენა მაინც ყველაზე უფრო დიდი ტკივილია ადამიანში, არა მისი, ტკივილის, სიძლიერით, არამედ მისი უსასრულობით.
  • და თუ ცხოვრება კიდევ ერთხელ მოგვცემს შანსს ერთმანეთისთვის, მე გპირდები, რომ არცერთი გამოვიყენებთ მას, რათა მართლებად გადავრჩეთ.
  • საერთოდ, გვიჭირს ვიცოდეთ, რომ ქალი თუ არ გვეკუთვნის, არ ნიშნავს, რომ იგი ცუდია.
  • ნეტავი ოდესმე ერთი ადამიანი მაინც თუ მიხვდება ჩემ გარშემო,რომ მათი ნათქვამი-თუნდაც ხუმრობით,ქარაგმით, ერთი სიტყვა რამხელა ტკივილს შეიძლება მაყენებდეს და რამდენჯერ შეიძლება მერე ეს სიტყვა გავიხსენო და რამდენჯერ,რამდენჯერ შეიძლება ამ ერთი სიტყვის მიხედვით მომავალზე ვიფიქრო დიდხანს.
  • ზოგი ადამიანი ისეც პატიობს მეორეს, რომ არ ეუბნება.
  • მერე? ძლიერს ხალხში რად ეძებ, ძლიერი მარტოა.
  • იქნებ, მხოლოდ ის, რომ ზედმეტად დარწმუნებულები ვიყავით, მაშინ(?); მე ბევრჯერ გადავურჩენივარ ეჭვებს.
  • ავტორი: სოფია ხვიბლიანი

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი