საუდის არაბეთის ქალაქ Jeddah-ში ოთხშაბათს, 2019 წლის 16 იანვარს ერთმანეთს დაუპირისპირდა ტურინის იუვენტუსი და მილანი.თამაში დასრულდა იუვენტუსის გამარჯვებით 1-0 კრიშტიანუ რონალდუს გატანილი გოლის წყალობით. მერვე სუპერთასის მოგებით რონალდუმ იუვენტუსი აქცია ყველაზე წარმატებულ გუნდად. ,,ეს იყო ძალიან რთული მატჩი’’ – განუცხადა რონალდუმ იტალიის სამაუწყებლო კომპანიებს. ,,ჩემი განზრახვა იყო, დამეწყო 2019 წელი თასის მოგებით, იუვენტუსთან ერთად მაქვს ჩემი პირველი ტიტული და ძალიან ბედნიერი ვარ’’, – დასძინა მან. ,,ეს მხოლოდ დასაწყისია, ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ. ჩვენ ვართ სერია A-ს ლიდერები,მაგრამ ძალიან დიდი კონკურენციაა. ახლა მუშაობაა საჭირო მომდევნო თასის მოსაპოვებლად’’.

ავტორი: ნინი მამამთავრიშვილი

230 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი