პოეტი თორრნიკე ნაროზაული სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს:
- „შენი სიყვარული გადამდებია –
გადასდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს.“ - სიბერე
არც ტერფებიდან,
არც თითებიდან –
ყოველთვის მუხლებიდან იწყება. - წესით ცხოვრებით უნდა ვტკბებოდე.
რომელი წესით არ ვიცი, მაგრამ ასე ამბობენ. - ჩემთვის ცხოვრება ერთი დიდი სანეხვეა,
რომლის ლოკვითაც მხოლოდ ღორი თუ დატკბება - დღევანდელ ქრისტიანებს
მხოლოდ ის აკავშირებთ ქრისტესთან,
რომ ყოველდღიურად ღალატობენ მას. - ყველა ხომ თავის საყვარელ წიგნს ირჩევს –
საყვარელ სახეს.
მათაც პეტრე და იუდა აირჩიეს მოციქულთაგან. - ერთხელ, ტაძარში, მსახურებისას, წყალი მთხოვეს –
ნათლისღება იყო და წინ მხოლოდ ნაკურთხი აიაზმა მედგა –
კურთხევა მქონდა, რომ არავისთვის მიმეცა ლოცვის დამთავრებამდე –
ერთი პირობა უარის თქმა დავაპირე –
მთელ სხეულში დაიკივლა რაღაც არსებამ.
ძალიან მომინდა სტიქრის გახდა და ტაძრიდან გაქცევა.
მერე ძალა მოვიკრიბე და დავარღვიე მოძღვრის კურთხევა –
ქრისტეს კურთხევის შესასრულებლად.
ეამა მოყვასს.
ვინ იცის იქნებ ქრისტეც იყო. - რა კავშირი აქვს ხარისხებსა და შესამოსელს –
სიყვარულის მსახურებასთან არანაირი. - თუ ერთმანეთს ვერ ვიწამებთ – ღმერთს მითუმეტეს.
- ეკლესიაში სიარული არაფერს ცვლის
თუ გესლს გველივით ქვაზე ტოვებ,
რომ იქიდან გამოსულმა უკან
ჩაისხა. - ჩვენ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს – სხვა არაფერი.
სხვა ყველაფერი ნაგავია – ამაოა, ვით ქარის დევნა. - სიყვარულია ერთადერთი გამოსავალი
ერთადერთი ამოსავალი წერტილი ჩვენი ერთობის.
ავტორი: სოფია ხვიბლიანი
1, 532 ნახვა