თუ დაპირებების შესრულება გინდათ პასუხისმგებლობით მიუდექით, ნუ გავიწყდებათ მნიშვნელოვანი მომენტი – ორაზროვანი გამონათქვამებისა და გაუგებრობის აღმოფხვრა. თქვენ აბსოლიტურად ნათლად უნდა წარმოიდგინოთ რა არის დაპირება და რა არა.

დაუშვათ, გენერალური მენარდე ატყობინებს ერთ – ერთი თავისი გუნდის ხემძღვანელს, რომ მეორე დღეს მან შეიძლება ჩეკი მიიღოს. ეს ძალიან მერყევი ტერიტორიაა, სადაც სიტყვა შეიძლება არასწორად იქნას გაგებული. ხემძღვანელს, სავარაუდოდ, ჩეკის იმედი ექნება, მაგრამ თუ ვერ მიიღებს მას, განაწყენდება, და შესაძლოა, გაბრაზდეს კიდეც. ესაა გაუგებრობის ძალიან სერიოზული მაგალითი. როგორიც არ უნდა იყოს თანამშრომლების რეაქცია, ბრალი ლიდერს დაედება. მას უფრო კონრეტულად უნდა ეთქვა: იგი დაპირებას იძლეოდა, თუ უბრალოდ ვარაუდს აკეთებდა. აირჩიეთ სიტყვები ისევე გულდასმით და ფრთხილად, როგორც დაპირებები.

დეილ კარნეგი

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი