გაბრიელ გარკო – იტალიელი მსახიობი და ყოფილი მოდელი. დაიბადა 1974 წლის 12  ივლისს ტურინში, იტალია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია დარიო ოლივიერო. თავის მრავალრიცხოვან ზოგიერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ფსევდონიმად, დედის ბერძნული გვარი – Garchio – აიღო, მაგრამ ყოველთვის დარიო ოლივიერო იყო. მამა ვენეციელია, დედა კი – სიცილიელი. სამი და ჰყავს: ნადია, სონია და ლაურა. თავად Settimo Torinese – ში გაიზარდა. ბავშვობაში ვეტერინერობაზე ოცნებობდა და გიჟდებოდა მხატვრულ ფილმზე „კინგ კონგი“. უპირატესობას ანიჭებს: ბოდ-ბილდინგს, ცურვას, სათხილამურო სპორტს, ცხენოსნობას. არის საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ ქომაგი. სამხედრო სავალდებულო სამსახურს იტალიის პოლიციაში გადიოდა. 2002 წელს ჟურნალ „Max”-ის იტალიური ვერსიის გარეკანზე და კალენდარზე გამოჩნდა. მას შემდეგ, რაც 1991 წელს, დარიო ოლივეროს სახელით, მას ტიტული -„მისტერ იტალია“ მიანიჭეს, გაბრიელის კარიერა წარმატებული გახდა.

ფილმში «Senso ’45» იგი არაპროფესიონალად მიიჩნიეს და გახმოვანებაზეც სხვა მსახიობი მიიწვიეს, მაგრამ ასეთი მოვლენა შემდეგში არ განმეორებულა. მოგვიანებით მსახიობი საკუთარ დიქციასა და ინტონაციაზე მუშაობდა და თვლის, რომ ეს ორი რამ – უმთავრესია მსახიობის პროფესიაში. ცხოვრობდა მსახიობ ევა გრიმალდთან. მისი ბოლო რომანი ინჟინერ სარასთან იყო. ინტერვიუში პირადზე ბევრს არ საუბრობს, მაგრამ გამოტყდა, რომ დიდი ხანია ოცნებობს და ძალიან სურს, რომ საკუთარი შვილები ჰყავდეს. მსახიობი სამ ენას ფლობს: იტალიურს, ფრანგულსა და ინგლისურს. ასევე ცნობილი მარკების სათვალეების მდიდარი კოლექციის მფლობელიცაა.

გახმაურებულ სერიალში – “L’onore e il respetto”, რთული სახასიათო როლის შესრულების შემდეგ, მსახიობმა მაყურებელთა დიდი ყურადღება და პატივისცემა დაიმსახურა. ის დრამატული როლის საუკეთესოდ შემსრულებელ მსახიობად აღიარეს. ცხოვრობს რომის შვიდ კონცხთაგან, დოგა ვასოს კომპანიის სამიდან ერთ-ერთ ვილაში. «ROMA FECTION FEST» -ის სატელევიზიო ფესტივალში, მან ორჯერ აიღო პრემია : 2009-2011 წელს მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის სერიალში «L’onore e il rispetto 2» და 2009 წელს, წლის საუკეთესო მსახიობად დასახელდა – სერიალ «Il sangue e la rosa» -ში მონაწილეობისთვის.

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

 

636 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი