ბედნიერების, კმაყოფილებისა და დიდი წარმატების მისაღწევად, ასევე მისთვის, რომ დარწმუნდეთ თქვენს პიროვნულ სიძლიერეში, აუცილებელია, შეიძინოთ ერთი ჩვევა – შეჭამოთ ბაყაყი მაშინვე, როგორც კი მუშაობას შეუდგებით.

საბედნიეროდ, ამ უნარის ათვისება შესაძლებელია. როდესაც შეიძენთ ჩვევას, ყველაფერზე წინ მნიშვნელოვანი სამუშაო დააყენოთ, წარმატება გარდაუვალია.

აი, იმ ოცდაერთი თავის მოკლე შინაარსი, რომელშიც გაჭიანურების გადალახვასა და მეტი სამუშაოს ნაკლებ დროში შესრულების შესახებ ვსაუბრობთ.

ხშირად გადახედეთ ამ წესებს და პრინციპებს, დანერგეთ ისინი ცხოვრებაში და იმეორეთ მანამ, სანამ თქვენს ჩვევებში ფესვს არ გაიდგამს. მერწმუნეთ, თქვენ წარმატებული მომავალი გელით.

  1. გააწყვეთ სუფრა: ზუსტად ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილები. მთავარია მიზნების სიცხადე. ჩამოწერეთ ფურცელზე თქვენი მიზნები.
  2. დაგეგმეთ ყოველი დღე: ჩამოწერეთ თქვენი ნააზრევი ფურცელზე. გეგმის შედგენეზე დახარჯული ყოველი წუთი მუშაობის დროს 5-10 წთ დაგიზოგავთ.
  3. გამოიყენეთ წესი 80/20: გახსოვდეთ, სამუშაო შედეგების 80% თქვენი საქმიანობის 20% განსაზღვრავს. დაუთმეთ ყველაზე მეტი დრო ამ 20%-ს.
  4. იფიქრეთ შედეგებზე: თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი სამუსაო და პრიორიტეტი უნდა იყოს ის საქმე, რომელსაც თქვენი კარიერისთვის და ზოგადად, ცხოვრებისთვის ყველაზე დიდი დადებითი ან უარყოფითი შედეგი მოაქვს. დააყენეთ ასეთი ამოცანები ყველაფერზე წინ.
  5. გამუდმებით გამოიყენეთ აბგდე (ABCDE) მეთოდი: ვიდრე ამოცანების სიაზე მუშაობას შეუდგებით, დაუთმეთ რამდენიმე წუთი მათ ღირებულებებისა და პრიორიტეტების მიხედვით დალაგებას, დარწმუნდით, რომ პირველ რამდენიმე პუნქტში ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები დგას.
  6. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ საკვანძო ადგილებს (key result area): განსაზღვრეთ ამა თუ იმ ამოცანის მოსალოდნელი შედეგები და იმუშავეთ მასზე მთელი დღე.
  7. მიუდექით საქმის გამოყენებას შემოქმედებითად: თქვენ არ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი, ამიტომ უნდ ისწავლოთ ნაკლებმნიშნელოვანი სამუშაოს გადადება, რათა მეტი ყურადღება დაუთმოთ მთავარს.
  8. გამოიყენეთ სამი ამოცანის კანონი: განსაძღვრეთ სამი ამოცანა, რომელიც მთლიანი სამუშაოს 90% -იან შედეგს გაძლევთ, შეასრულეთ ეს სამი ამოცანა დანარჩენებზე ადრე. თქვენ უფრო მეტი დრო დაგრჩებათ ოჯახისთვის და პირადი ცხოვრებისთვს.
  9. ვიდრე საქმეს შეუდგებით, საფუძვლიანად მოემზადეთ: მუშაობის დაწყებამდე მოამზადეთ ყველაფერი, რაც საქმისთვის გჭირდებათ. ერთად დააწყვეთ ფურცლები, ინფორმაცია, ინსტრუმენტები, სამუშაო მასალები, რიცხვები, თუკი ისინი გესაჭიროებათ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუდექით მუშაობას.
  10. ჯიუტად იარეთ მიზნისკენ: თქვენ დასძლევთ ყველაზე დიდ დართულ ამოცანას, თუ მას საფეხურებად დაყოფთ და ნაწილ-ნაწილ შეასრულებთ.
  11. აიმაღლეთ კვალიფიკაცია: რაც უფრო მეტი გეცოდინებათ თქვენი მთავრი ამოცანების შესახებ, მით უფრო მალე დაიწყებთ და სწრაფად დაასრულებთ.
  12. გამოიყენეთ თქვენი განსაკუთრებული შესაძლებლობები: გამოარკვიეთ, რა იცით განსაკუთრებულად ან რა შეიძლება გამოგივიდეთ. შეეცადეთ ეს განსაკუთრებული ნიჭი მაქსიმალურად გამოიყენოთ.
  13. შეისწავლეთ თქვენი სუსტი მხარეები: განსაზღვრეთ, რა არის თქვენი ყველაზე სუსტი ადგილი, რომელიც თქვენს მუშაობას ამუხრუჭებს და შეუდექით მის აღმოფხვრას.
  14. მარწუხებში მოაქციეთ სარუთარი თავი: წარმოიდგინეთ , რომ ქალაქიდან ერთი თვით გადიხართ, იმუშავეთ ისე, რომ წასვალმდე ყველაზე ნიშვნელოვანი საქმის გაკეთება მოასწროთ.
  15. თავი მოუყარეთ საკუთარ ძალებს: გაარკვიეთ, დღის რომელ მონაკვეთში შეგიძლიათ გონებრივი და ფიზიკური ძალების დაძაბვა ყველაზე მეტად და ამის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი ყველაზე მნიშვენლოვანი ამოცანები. დაისვენეთ სათანადოდ იმისთვის , რომ დაკისრებული სამუშაოს ჯეროვნად შესრულება შეძლოთ.
  16. შეუქმენით საკუთარ თავს მოტივაცია: თავად შეასრულეთ მხარდამჭერათ ჯგუფის როლი საკუთარი თავისთვის. ეძებეთ დადებითი მარცვალი ყველაფერში. ნუ ჩააჟინდებით პრობლემას, ეძებეთ გამოსავალი. იყავით ოპტიმისტი და კონსტრუქციული.
  17. თავი დააღწიეთ ტექნოლოგიების ტყვეობას: ნუ გახდებით ტექნოლოგიების მონა, გამოიყენეთ ისინი თქვენი კომუნიკაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად. ისწავლეთ საკუმუნიკაციო ხელსაწყოების გამორთვა საჭიროების შემთხვევაში.
  18. დაყავით ამოცანა მცირე ნაწილებად: დაყავით ამოცანა დიდი და რთული ამოცანა, შეუდექით მის შესრულებას ნაბიჯ-ნაბიჯ.
  19. გაანაწილეთ დრო: დაყავით დღე დროის დიდ მონაკვეთებად და გამოიყენენთ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანების შესასრულებლად.
  20. იმუშავეთ ექსტრემალურ რეჟიმში: ჩამოიყალიბეთ საკვანძო ამოცანების სასწრაფოდ შესრულების ჩვევა. დაე, ყველა გიცნობდეთ, როგორც ადამიანს, რომელიც საქმეს სწარფად და საუკეთესოდ ასრულებს.
  21. შეასრულეთ ამოცანა ერთი ხელის მოსმით: აირჩიეთ კონკრეტული პრიორიტეტი, შეუდექით ამოცანის შესრულებას და არ შეჩერდეთ, ვიდრე მთლიანად არ დაასრულებთ. ეს არის სამუშაოს მაღალი ხარისხისა და ინდივიდულაური პროდუქტიულობის გამოვლენის მთავარი პირობა.

დანერგეთ ცხოვრებაში ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები და ყოველდღე შეასრულეთ ისინი მანამ, სამან მყავრი ჩვევები არ ჩამოგიყალიბდებათ და თქვენი პიროვნების ნაწილი არ გახდება. მომავალში თქვენ გელით წარმატება.

     გააკეთეთ ეს! შეჭამეთ ბაყაყი!

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი