ბერნარდ შოუ ერთადერთი ადამიანია ისტორიაში, რომელმაც ოსკარი და ნობელის პრემია მიიღო. ოსკარი მას “პიგმალიონის” სცენარისთვის გადასცეს, ხოლო ნობელის პრემია ლიტერატურაში შეტანილი წვლილისა და ჰუმანურობისთვის გადაეცა.

ცეკვა – ჰორიზონტალური სურვილის ვერტიკალური გამოხატვაა.

შურისძიება – მშიშარა ადამიანის ქმედებაა იმ შიშის გამო, რომელიც მან განიცადა.

იდეალური ქმარი ის კაცია, რომელიც თვლის, რომ იდეალური ცოლი ჰყავს.

მარტოობის გადატანა და მისგან სიამოვნების მიღება ყველაზე დიდი ნიჭია.

გულრწფელობა არაა საშიში, მითუმეტეს თუ ამასთან ერთად სულელიც ხართ.

ზოგჯერ ადამიანი უნდა გააცინო, რომ ყურადღება გადაატანინოთ იმ სურვილისგან, რომელსაც თქვენი ჩამოხრჩობა ჰქვია.

ქორწინება ეს ის ზვავია, რომელიც გოგოს და ბიჭს ყვავილების კრეფის დროს დაეცათ.

ნამდვილი ჯელტმენი ის არის, ვინც ქალს სახლში მინანქრის სანახავად წაიყვანს და მხოლოდ მინანქარს აჩვენებს.

თუ ჩემი მეზობელი ცოლს ყოველდღე სცემს, ხოლო მე არასდროს, სტატისტიკის მიხედვით მე და ის ცოლებს დღეგამოშვებით ვცემთ.

არ არსებობს ისეთი ქალი, რომელიც დამშვიდობებისას “კარგად ბრძანდებოდეთს” 30–ზე ნაკლებ სიტყვაში ატევდეს.

უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება ვიდრე მოსაწყენთან. მართალია პირველის დახრჩობის სურვილი ხშირად უჩნდებათ, სამაგიეროდ არ ეყრებიან.

ქალები უცებ ხვდებიან ვისთან ვუღალატეთ. ჯერ გაფიქრებული არც გვაქვს და ისიც იციან თუ ვისთან ვუღალატეთ.

ქურდი ის არაა ვინც მოიპარა, ქურდი ის არის ვინც დაიჭირეს.

ვინც იცის – აკეთებს, ვინც არ იცის – ასწავლის.

შეეცადეთ მიიღოთ ის, რაც გიყვართ წინააღმდეგ შემთხვევაში იმის შეყვარება მოგიწევთ, რაც მიიღეთ.

დაბერება მოსაწყენია, თუმცა ერთადერთი გზაა ცხოვრების გაგრძელების.

სამყარო სავსეა ისეთი ხალხით, ვისაც საქმის კეთების გარეშე გამდიდრება სურთ და ისეთებიც, ვინც მზად არიან იმუშაონ და არ გამდიდრდნენ.

ჩვენი უბედურების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმაზე ბედნიერები ვართ თუ არა.

ერთადერთი გზა რაიმეს გაგების საქმის კეთებაა.

ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავის პოვნა არაა, ცხოვრება საკუთარი თავის შექმნაცაა.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი