პოეტი ალექსანდრე შურღაია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
შენ გაცილებით მეტი ხარ
ვიდრე ჩანხარ,
ვიდრე ამჟღავნებ და ვიდრე გგონია.მე კი ვერ ვბედავ გითხრა და მიგითითო ამისკენ,
რადგან
მეშინია, რომ უფრო მკაფიოდ და ცხადად დაინახო ჩემი ნაკლოვანებები.

მე კი მინდა რომ ასე ხელდახელ,
ჩემთვის
ყელამდე
ღელვით ღელავდე,
გადმოგიგორდეს გული მკერდიდან
და ჩემი ნახვის ღრმა ფორიაქით
შენმა თვალებმა დატოვონ ბუდე.
აგიკანკალდეს ხელები
მხრები
და ვერ გაგიგოს- ჯ.პარკინსონმა.

ჯერ კიდევ ჩემი ტუჩები გაზის
ლოყაზე. ყელში.ფიქრი ავყია,
ხო, მე ამ ღამით აგიყვან ცაზეე
და ვარსკვლავები გამოგაყრიან..

ვინ გაგიბედავს ერთი, რომელი
რომ შენზე აადრე გითხრას “ნახვამდის”,
მე მჯერა რაღაც- მიუწვდომელის.
მე მჯერა რაღაც -დაუნახავის.

შენ კი ოცნებობ,ავდგე და გითხრა
გულუპრყვილობით ოდნავ ბავშვობის,
რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ერთად და დიდხანს,
ვიდრე სიკვდილი არ დაგვაშორებს

რასაც შენ ხედავ მაგრამ ჩემს თვალში.~~

ხდება ხანდახან სიტყვა”ჩვენ”აღარ არსებობს
და ვზივართ ცალცალკე და ასე ლამაზ თავებს ვიტყუებთ.
ან უფრო გვჯერა,
ანუ უფრო ვაჯერებთ საკუთარ უსუსურ არსებობას
რომელსაც გაჩენიდან დღემდე მარტო დარჩენის ეშინია..
როგორც ბავშვს ბნელ ოთახში ჩაკეტვის.
როგორც დედას შვილის დაგვიანების,
როგორც მოხუცს ახალშობილის ყურებისას.
როგორც ღამეს იმ ერთი გარდამტეხი წამის, როცა თენდება.

მაგრამ იღვიძებ ახალი გზნება,
რაც უხილავმა ეგომ- ინება,
ჩვენ ვხდებით სხვები და ჩვენი გზები
ჰპოვებს, სულ ახალ გამოვლინებებს.

ღამე კი თეთრად მოსრიალებს ჩვენ ლოგინები
და ვამბობ:
არაფერი ეშლებათ სიზმრებს,
როცა საქმე
მონატრებას ეხება.

ეს ქალაქი ცარიელი ქუჩებია,
ქუჩები კი ცარიელი ადამიანები,
რომლებიც სულ გამოთავისთავდნენ
უადამიანობისგან.

ადამიანები “ამასწინები”
ადამიანები”მერე ვნახოთ”ები
ადამიანები”დამელოდეები”
ადამიანები”დაპირებები”
ადამიანები”კი ბატონოები”
ადამიანები თვისუფალნი ერთმანეთის ტყვეობით.
ადამიანები ჩამსხვრული მინები
აჰაა ინებეთ. ან თუ ინება
ნერვმა,საკუთარ ტანში გავძვრები,
თქვენ უფრო კარგად გეცოდინებათ
მისის თუ მისტერ. ჩემი ამბები.
ის ვინც ბრჭყიალებთ ასე გარედან,
ფილმებს მაგონებთ ნანახს. ნაყურებს.
საკუთარ თავთან როგორ კარებთან
ვჩერდები.ვდგავარ და ვაკაკუნებ.
არ გამიღებენ კარს. აქ ჩანაცვამ
ერთხელ მოზომილს არავინ ირჩევს.
მაქვს დიდი სული, მაგრამ სანაცვლოდ
პატარავდება გული და მიჭერს.

ვინ გადაგვიდო ჩვენი ბედნიერება ამდენი
ხნით?
მოდი გამოვთვრეთ და ვესტუმროთ ოდნავ კაეშანს,
ანდა ვიყვიროთ და დავაფრთხოთ ლამპიონები.
რომ პროსპექტებმა ჩვენი ფეხები დაიმახსოვროს,
ხეებმა ფრინველების წინაშე დახარონ თავი,
რომ ჩვენმა სიტყვებმა ჰაერში მონახონ ერთმანეთი
და დამოუკიდებლად იცხოვრონ ცალკე.
რომ არაფერში გამოუტყდეთ ისევ ერთმანეთს,
რომ ფუძიამას ქარი ქროდეს ერთგული მაგრამ ორპირი,
გვიყურებდეს მეეზოვე და ვერ მიგვიხვდეს თუ რა გვინდა ერთმანეთისგან.

დახატე ხეში ქარის ჩადგომა
ან შუა ზღვაში ნავის გახვრეტა,
მაგრამ ნუ ხატავ, მას ვინც დაგტოვა,
თვალში-ნახატშიც ვინც ვერ ჩაგხედავს
რადგან ვერ მართავ გულში კარნავალს,
და ვერც ნადიმობს შენი ფიქრები,
და რაც ხარ ახლა, იმის გარდა ხარ,
და ვინც იყავი, ის ვერ იქნები.
შიში კოხტაა.იციი ჯიუტიც
(ქარი აგავეთ თქვენ იქ გზებიდან)
თუ თავთან კარგი გაქვს დებიუტი
გთხოვ ტაშებს მაინც გამოერიდე.
ზის თეთრი მტრედი დენის მავთულზე
და ძაბვის მუხტი მიაქვს ვენაში
გზები?ჰო გზები ისევ გართულდნენ
და მომავალიც ყელზე შეგვაშრა.


რა ლამაზია ჩვენი ტკივილი, როგორ აყვავდა და გაიფურჩქნა.
ავტორი: სოფია ხვიბლიანი

 

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი