„ყველაფერი წარმავალია: სიყვარული, ხელოვნება, დედამიწა, თქვენ, მე.“

„სიკვდილი იმდენად გარდაუვალია, რომ რატომღაც ყველას მოულოდნელად ატყდება თავს. არადა, სულ გგონია, რომ დრო კიდევ გაქვს! მერე, უცებ, ერთ მშვენიერ დღეს – ბრახ! და გადატრიალდები, რეგლამენტი ამოწურულია. სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენ ორგანაიზერში ვერ ჩაინიშნება.“

„ყველაფერი იყიდება: სიყვარული, ხელოვნება, თქვენ, მე.“

„ადამიანიც ისეთივე პროდუქტია, როგორც სხვა დანარჩენი. მასაც გააჩნია ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა.“

ჰედონიზმი ჰუმანიზმი როდია. იგი ფულის დინებაა. მისი დევიზი გაინტერესებთ? „ვხარჯავ, ე.ი. ვარსებობ.“

„რაც უფრო მეტად ვეთამაშები თქვენც ქვეცნობიერს, მით უფრო ადვილად მემორჩილებით.“

„კაცობრიობამ ღმერთი ფართო მოხმარების საგნებს ანაცვალა.“

„ადვილია იმ სისტემის ლანძღვა-გინება, რომელსაც თქვენ თავად ქმნით.“

„ჩვენ ვცხოვრობთ ადამიანის ადამიანზე ბატონობის პირველ სისტემაში, რომლის წინაშე თვით თავისუფლებაც კი უძლურია.“

„სულ ვცდილობდი გამეგო, ვის შეეძლო სამყაროს შეცვლა. ეს გრძელდებოდა იმ დღემდე, სანამ მივხვდებოდი, რომ ის, ვისაც ვეძებდი, შესაძლოა თავადვე ვყოფილიყავი.“

„თქვენი ძალა თქვენს ცისფერ საბანკო ბარათშია.“

„იდეა ყოველთვის არსაიდან მოდის.“

„ყველა კრებაზე ბოლო გამომსვლელი ყოველთვის მართალია.“

„ნუ დაგავიწყდებათ, რომ საერთოდ ყველანაირი შეკრების მიზანი ხალხის დამორჩილებაა.“

„მე შენი ერთგული ვარ. ერთადერთი ქალი ხარ, ვისაც მინდა რომ ვუღალატო.“

„თუ მე ურჩხული ვარ და შენ მაინც გიყვარვარ, ისეთივე უტვინო ყოფილხარ, როგორც ფრანკენშტაინის საცოლე.“

„ის, რასაც ადამიანები სითბოს და სინაზეს უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ განშორების შიშია.“

„ქალებთან ყოველთვის ერთნაირი ბაზარია, ან უნდა დაიკიდო, ან უნდა გეშინოდეს, რომ დაიკიდო.“c3e7986b21fa

„თუ ქალს ვერ ტოვებ, ეს იმის ნიშანია, რომ ეს ქალი მაგრად გატერორებს.“

როდესაც ქალი კაცს ეუბნება, რომ მისგან ბავშვს ელოდება, პირველი კითხვა, რაც კაცს თავში უჩნდება, ის კი არ არის, „მინდა თუ არა ეს ბავშვი?“, არამედ „ვრჩები თუ არა ამ ქალთან?“

„თავისუფლება მხოლოდ მძიმედ გადასატანი დროის მცირე მონაკვეთია.“

„მანქანა რომ გაგიფუჭდება, კარგი ხელოსანი უნდა გამოძებნო; სახლი თუ გინდა აიშენო, სასურველია ცნობილ არქიტექტორს მიმართო. ავად რომ გახდები, შენთვის უკეთესი იქნება, თუ გამოცდილ ექიმს მიაკითხავ. მაშ, ფიზიკური სიყვარული რატომ უნდა იყოს ცხოვრების ერთადერთი სფერო, სადაც სპეციალისტებთან მისვლა არ არის საჭირო?“

„ჩვენ ყველანი მეძავეები ვართ. ადამიანების 95 % ნებისმიერ შემხვედრს ლოგინში ჩაუგორდება სულ რაღაც 1500 ევროდ.“

„თავიდან ქალმა შეიძლება ისე დაიჭიროს თავი, რომ ვითომ გაბრაზდა, ვითომ იუკადრისა, ალბათ არც დაქალებთან დასცდება ამაზე სიტყვა, მაგრამ ათას ევროდ რასაც გინდა იმას გააკეთებინებ.“

„უმრავლეს შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული ფარისევლურ – ამბიციური გრძნობაა.“

„ლამაზ ნაშებს უყვარდებათ სრულიად შემთხვევით, მაყუთიანი ბიძები, რომლებსაც შეუძლიათ მათ მდიდრული ცხოვრება მოუწყონ. მაშ, რითი განსხვავდებიან ისინი ბოზებისაგან? რა თქმა უნდა, არაფრით.“

„მლიქვნელობა და პირფერობა! ჩვენთვის სხვა აღარაფერი არსებობს დედამიწის ზურგზე! ეს არის კაცობრიობის მამოძრავებელი ძალა!“

„დედამიწას სიყვარული მართავს.“

„სიცოცხლე ერთი დიდი გენოციდია.“

„სამყარო ირეალურია, დროის იმ მონაკვეთების გამოკლებით, როცა მოსაწყენია.“

„როდესაც დედამიწის ზურგზე ყველა თანახმა იქნება, რომ მოწყენილი იყოს, კაცობრიობა გადარჩება.“

„რატომ ხდება ისე, რომ როცა შორდები მაშინ ხვდები, როგორ გიყვარს? ნუთუ ვერ ხვდებოდი, რომ მხოლოდ ერთი რამ მინდოდა შენგან: ცოტა ტკივილი მოგეყენებინა ჩემთვის, სულ ცოტა ფილტვების ტკივილი.“

„ყოველი ადამიანი, ვინც თავის თავში სიყვარულს ახშობს, არარაობად იქცევა.“

„ჩვენ ჩვენი საკუთარი გრძნობების გვრცხვენია.“

„თუ კაცი მოუხელთებელია, ქალი დაუმარცხებელია.“

„ამქვეყნად ყველა პროსტიტუციითაა დაკავებული. განსხვავება ერთ რამეშია: შენ უხდი თუ შენ გიხდიან. უხეშად რომ ვთქვათ, 40 წლამდე შენ გიხდიან, მერე კი იქით უნდა გადაუხადო. ასეა, გენაცვალე, ფიზიკური სილამაზის სასამართლო განაჩენი აპელაციას არ ექვემდებარება.“

„რატომ არის ეს ცხოვრება ისე მოწყობილი, რომ ყოველთვის ისინი მჭირდებიან, რომლებიც ჩემთან არ არიან?“

„იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.“

„იმის მაგივრად, რომ სოცოცხლის არსზე იფიქროთ და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა: „რისთვის ვცხოვრობ, რა მინდა?“, დამდგარხართ და პრობლემებს პრობლემებზე ამატებთ.“

„მორალი, შეიძლება, ძალიან მოსაწყენი რამეა, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი საშუალება სიკეთის და ბოროტების გასარჩევად არ გამუგონიათ.“

„ალბათ კაცები იმიტომ ტკენენ გულს ქალებს, რომ ამ უკანასკნელთ ტირილი ძალიან უხდებათ.“

„იცით, რა განსხვავებაა მდიდრებსა და ღარიბებს შორის? ღარიბები ყიდიან ნარკოტიკებს, რომ „ნაიკები“ იყიდონ, ხოლო მდიდრები ყიდიან „ნაიკებს“, რომ ნარკოტიკები იყიდონ.“

„ცხოვრებაში ხვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს არსებობას ცვლიან, თანაც ისე, რომ ამას ვერ ხვდებიან. შემდეგ კი მშვიდად, აუღელვებლად გღალატობენ და საკუთარი თვალით ხედავთ, როგორ შეეკვრებიან თქვენს დაუძინებელ მტრებს – თქვენ კი უყურებთ, როგორ გშორდებიან და მიდიან.“

„ვინაიდან გლობალიზაციას ადამიანი არ აინტერესებს, იძულებული გახდით პროდუქტები გამხდარიყავით, რომ საზოგადოება თქვენით დაინტერესებულიყო.“

„მოკვდე – ეს ნიშნავს, გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორც დაბადებამდე იყავი.“

„საერთოდ ასე ხდება: როდესაც სექსი აქვთ, ბოლოს გრძნობაც უჩნდებათ.“

„ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება – ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი: 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული ხართ; 25-სას იმიტომ, რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ, რომ სვამთ; 45 წლისას იმიტომ, რომ ბევრს მუშაობთ; 55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის მოგონებები გტანჯავთ; 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თანაც მეტასტაზებით. ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით: ჯერ მშობლებს, მერე მასწავლებლებს, შემდეგ სამსახურში უფროსებს, მოგვიანებით – მეუღლეებს, ბოლოს კი – ექიმებს.“

„ახალგაზრდებმა, რომლებიც მანქანებს წვავენ, კარგად გაუგეს ამ საზოგადოებას.“

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

23 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი