შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში ხეების გადატანის გამო ზუგდიდის რაიონის 17 სოფელს ელექტრო ენერგია გაეთიშა. ელექტროსადენები გვიან ღამით ჩახსნეს, ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ დღეს დილით აღდგა. 

ორი ასწლოვანი ხის, მარადმწვანე დასავლური მუხისა და ევკალიპტის ტრანსპორტირების დროს დაზიანდა გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნები.

ხის ტრანსპორტირების დროს ერთ-ერთ სატვირთო დაზიანდა, რის გამოც ანაკლიამდე ხეების ტრანსპორტირება ვერ მოხერხდა.შეფერხებული იყო ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე ავტომობილების გაადგილებაც.

ვითარებას ადგილზე საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა.

128 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი