დღეს პოლიციამ დააკავა ზვიად რატიანი და სცემა. მას  დაზიანებები აქვს სხეულზეც და სახეზეც.

ზვიად რატიანი ამ მომენტში დიღმის სამმართველოში იმყოფება, ის მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენელმაც და ადვოკატმაც.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, რატიანს ცემის კვალი ეტყობა სახეზე, ხელებზე, ფეხებზე.

პოლიცია რატიანს დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

შეგახსენებთ რომ გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციური კონტროლი დაანონსა. პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით რეიდებს ატარებს.

146 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი