• რატომ გადაწყვიტეთ პლასტიკური ოპერაციების გაკეთება?
  • ცხვირის გაკეთება სულ მინდოდა, მერე ცოტა შევყევი, სიმართლე  რომ ვთქვა, ყოველთვის უხდება ადამიანს რაღაცეების გალამაზება თან როცა, ერთს იკეთებ მეტის მოთხოვნილება გიჩნდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ახალი მკერდით ან გვერდებით გავიღვიძებ. თავიდან იყო პატარა სურვილი, მერე უბრალოდ გატაცება, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება, ჩვენ ვაკეთებთ გათამაშებას, მაგალითად: ცხვირის უფასო ოპერაცია, რომელის ორგანიზატორები მე და თამარ მირაშვილი ვართ, ასევე გეგმაში გვაქვს ბევრი მსგავსი ოპერაცია, სადაც ახლა უშუალოდ მე აღარ მივიღებ მონაწილეობას.
  • ვინ მოიგო ეს გათამაშება?
  • ეს გათამაშება მოიგო მარიამ ღვინიაშვილმა.
  • პირველი პლასტიკური ოპერაცია როდის გაიკეთეთ?
  • შარშან ამ დროს, ახლა, გავიკეთე წარბის კორექცია და ზედა ტუჩი, რომელიც უშუალოდ შენი ქსოვილით კეთდება.
  • პლასტიკურმა ქირურგიამ ხომ არ გაგიტაცათ?
  • პირველ რიგში სამედიცინოზე ვგიჟდები, მე თვითონ მომავალი მედიკი ვარ, მეორე არის ის, რომ ყოველთვის მომწონდა ხელოვნური, შექმნილი ქალები, მე ესეთი ვარ, გაფურჩქნული წარბებით და კბილებს შორის „რაზვალით“ ვერ ვივლი და არც მგონია, რომ მსგავსი ბუნებრივობა სილამაზეა.
  • რამდენად დიდი შანსია, რომ მკერდს ან უკანალს გაიდიდებთ?
  • მაგისგან შორს არ ვდგავარ, შემოთავაზებებიც მაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ, თუ მივიღებ მსგავს პროექტში მონაწილეობას, გპირდებით გათამაშება იქაც იქნება, ანუ მთავარი ის კი არაა, რომ მე გადავეწყო თავიდან ბოლომდე, არამედ ის, რომ ცოცხალი მაგალითი გავხდე მოსახლეობისთვის, რომ საქართველოში ღირს გაიკეთო წარბი, ცხვირი, ტუჩი, ზუსტად ამ ყველაფერზეა დაფუძნებული ეს გადათამაშებებიც, რომ გარისკო, მიხვიდე და დარჩე კმაყოფილი.
  • პლასტიკური ოპერაციის დროს live ვისი იდეა იყო?
  • ქალბატონი თამარის და მისი ჯგუფის, კონკრეტულად, თემურ ტარიელაშვილის.
  • „მანიკო გვაჭანიძე“ რატომ დაიშალა?
  • გავიზარდეთ, სხვადასხვა ინტერესები გაგვიჩნდა, ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა და თანამშრომლობაც შევწყვიტეთ.
  • მეგობრობთ?
  • მეგობრობის დონეზე ვართ, მაგრამ ძველებურად ვერა, როგორც ჩანს საქმე უფრო გვაახლოებდა, როცა ადამიანი გარკვეულ ასაკს აბიჯებ შენი ინტერესები გაქვს, მოდი ესე ვთქვათ, ვისთან ერთადაც გიწევს სწავლა, მუშაობა ან რაღაცის კეთება, იმასთან უფრო ახლოს ხარ, ამ ადამიანს თავისი ინტერესები აქვს, სხვანაირად მოსწონს, სხვანაირად უნდა.
  • რაზე ვერ შეთანხმდით?
  • უთანხმოება არ მოგვსლია, უბრალოდ ამ ზაფხულს გადავწყვიტე ჩემი გვერდი გამეკეთებინა და გავაკეთე კიდეც, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით წავედით, სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია. „მანიკო გვაჭანიძე“ მაინც არ იქნებოდა ის რაც იყო, რადგან გავიზარდეთ და ვფიქრობ ბევრი რამ რასაც მაშინ ვაკეთებდით ახლა არ შეგვეფერება, მერე გადავწყიტეთ „მანიკოს შოუ“ გაგვეკეთებინა, მაგრამ მაგასაც ვერ მოვაბით თავი, რადგან ფინანსებზე იყო დამოკიდებული და ზუსტად მაშინ დავრწმუნდი, რომ საქართველოში თანადგომა უცხო ხილი იყო, არავინ გამოიჩინა ინტერესი, ყურადღება, რომ დავეფინანსებინეთ, ერთი კითხვა მაქვს, რატომ აფინანსებენ ამდენ უაზრო შოუს? რატომ ხდება ეს ყველაფერი საზოგადოებრივი, მართლა ვერ ვხვდები.
  • ვინ არის გოგონა, რომელსაც live მიჰყავდა?
  • ეს გოგო არის ჩვენი მეგობარი, რომელმაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი საქმეს, მაგრამ ის რომ, ადრე ორნი ვიყავით და ახლაც მჭირდება ვინმე, ამ გაგებით არა, უბრალოდ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ძალიან სწორად შევარჩიე.
  • პლასტიკური ქირურგიის გაკეთება, თმის შეჭრა, შეღებვა, დეპრესიაზე ხომ არ მეტყველებს?
  • დეპრესია არასდროს არ მაცვლევინებს ვიზუალს, დეპრესიის დროს ჩავუჯდები წიგნებს და ვკითხულობ. შემიძლია რაღაცის მიმართ 1000-ჯერ შევიცვალო აზრი და არა დამოკიდებულება, ვიზუალის ცვლა, ეს არის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი წყარო.
  • როგორც მახსოვს TV იმედთან თანამშრომლობდით ?
  • დიახ, მაგრამ ეს იყო ჩვენი პროექტი, რომელსაც ჩვენ ვაფინანსებდით.
  • შეყვარებულს რატომ დაშორდით?
  • ზუსტად არც მახსოვს, ჩემს ცხოვრებაში იყო რამდენიმე ადამიანი, ამ ადამიანებს ვერ გამოვყოფ ერთმანეთისგან, უბრალოდ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი დრო გავატარეთ ერთად.
  • რა გეგმები გაქვთ?
  • გეგმა ყოველთვის მაქვს, მომავალ ათი წლისაც კი, დღეს ჩემი გეგმაა, დავანახო ადამიანებს, ის რომ ყველას რაღაცის გაკეთება შეუძლია, რომ შეუძლებელი არაფერია, ყოველშემთხვევაში საქართველოში რისი საშუალებაც გვაქვს და შესაძლებლობა საერთოდ არაა ფუფუნების წყარო, დღეს თუ მე გულდაწყვეტილი, მოწყენილი ვზივარ, ვიღაცას აუცილებლად შეუძლია გამოასწოროს, არამხოლოდ მატერიალურად, არამედ სულიერი თანადგომით. დღეს ადამიანებმა დაკარგეს ერთმანეთის მიმართ სითბო, ნდობა, ასევე არის მეორე უკიდურესობაც, ხშირად მდომებია დავხმარებოდი, მაგრამ ყოფილა ისეთი მატრაკვეცა, ამის საშუალება არ მოუცია, ეს ყველაფერი, იმიტომ არ ხდება, რომ მე like -ები მოვაგროვო, არამედ ხალხმა გაიგოს, დაინოხოს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ თანადგომის სურვილი.
322 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი