ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” მომხდარი ხანძრის დროს დაღუპული ექვსი ახალგაზრდა მამაკაცი ხანძრის დროს სასტუმროს სავარჯიშო დარბაზში იმყოფებოდა. ისინი ფიტნეს დარბაზში რეგულარულად დადიოდნენ. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი ლიფტში იპოვეს. ერთერთი მათგანი მეზღვაური იყო, ხოლო ერთი სტიქაროსანი. გარდაცვლილები 23, 26, 27 და 33 წლისები არიან.

გარდაცვლილი 6 მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი – გორიდან. დაღუპულები არიან: მარად შანთაძე, ზაურ აბულაძე, გიორგი ცინცაძე, დათო ქამადაძე, როინ ჯოყილაძე.

ერთერთი გარდაცვლილის, სტიქაროსანის გიორგი ცინცაძის ახლობელო ,,ნიუპოსტთან” ჰყვება, რომ მან ლიფტიდან დედას დაურეკა და შველა სთხოვა – ,,ლიფტიდან დედას დაურეკა – მიშველე, ვიხრჩობიო“. გიორგის მარტოხრლა დედა ზრდიდა, ის ქალბატონისთვის ერთადერთი შვილი იყო.

გუშინვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 29 წლის ახალგაზრდას დედა ეძებდა. ქალბატონის თქმით, მის შვილს და თანმხლებ პირს ტელეფონი გამორთული ჰქონდათ და კონტაქტზე არ გამოდიოდნენ.

გარაცვლილის ახლობლები ამბობრნ, რომ წინასწარი ინფორმაციით სავინტილაციო სისტემა გამართული არ იყო.

24 ნოემბერს, სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ გაჩნილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 10-ზე მეტი კი დაშავდა.

136 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი