• რას გვეტყვით თქვენი პირველი ჩანაწერის შესახებ?
  • პირველი ლექსი დავწერე ცამეტი წლის ასაკში, „მე რომ გაჩუქო წითელი ვარდი“, მერე პერიოდულად ვწერდი, სისტემატიური სახე არ მიმიცია ლექსის წერისათვის, იყო პერიოდი კრიტიკის მეშინოდა და არ ვასაჯაროვებდი ჩემს ლექსებს.
  • კრიტიკის რატომ გეშინოდათ?
  • უბრალოდ მზად არ ვიყავი, ამ ყველაფრისათვის, ვიცოდი რომ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ავყვებოდი, არ გავატარებდი ბევრ უაზრო კომენტარს. ჩვიდმეტი წლის ვიყავი ჩემმა მეგობარმა, რომ ატვირთა პირველი ლექსი და უმეტესად დადებითი ემოცია, ენერგია  წამოიღო ხალხისაგან, რამაც ძალიან გამახარა.
  • რა შინაარსისაა ძირითადად თქვენი ლექსები?
  • მეტწილად, სიყვარულის სიყვარულზეა.
  • რამდენად ხშირად იღებთ პოეზიის საღამოებზე მონაწილეობას?
  • ბოლო ორი წელია რაც აქტიურად ვარ ღონისძიებებში ჩართული, აუდიტორიასთან კონტაქტი არასოდეს მიჭირდა და აქედან გამომდინარე ჩვენი გაცნობა მარტივად მოხდა.
  • როგორც ვიცი პირველად ბებიას აცნობთ ლექსებს, რას გვეტყოდით მასზე?
  • ეთო კარგი ადამიანია, ძალიან დიდი ამაგი მიუძღვის ჩემს აღზრდაში, მისი გაზრდილი ვარ, მან შემაყვარა ლექსები, პოეზია, ხელოვნება.
  • მშობლებთან არ ცხოვრობთ?
  • არა, არ ვცხოვრობ.
  • რატომ?
  • შინაგანი პროტესტის გრძნობა მქონდა, ვერ ვეგუებოდი კონფლიქტებს, 7-8 წლის ასაკში გადავწყვიტე ბებიასთან გადავსულიყავი და გადავედი კიდეც.
  • ამ ყველაფრის ფონზე, გისაყვედურიათ ოდესმე მშობლებისათვის?
  • არა, საკუთარ თავზე რომ წარმოვიდგინო ეს ყველაფერი, ზუსტად ასე მოვიქცეოდი, ალბათ ჯობდა დაშორებულიყვნენ ვიდრე ერთად ერთად ეცხოვრათ.
  • შენს მშობლებს რომ გაეზარდე როგორი იქნებოდი, უკეთესი თუ უარესი?
  • ჩემი მშობლები რომ არ დაშორებულიყვნენ, ამ შემთხვევაში უკეთესი ვიქნებოდი, არ გადავიტანდი ამდენ ტკივილს, განსაცდელს და მექნებოდა ვარდისფერი სათვალე, მაგრამ ყველაფერს აქვს, თავისი დადებითი მხარე, მე ბავშვობიდან დავიწყე სირთულეების, ბარიერების გადალახვა და მივხვდი, რომ ყოველთვის ფეხზე ვერ იდგები, რომ წამოდგომა ნებისმიერ ასაკში უნდა შეგეძლოს.
  • და რომელიმე მათგანს, რომ  გაეზარდე?
  • დედა ვერ გამზრდიდა, თვითონ ბავშვი იყო, ფაქტობრივად ერთად გავიზარდეთ, ჩემი სათამაშოებით თამაშობდა, სიმართლე რომ გითხრათ, ხანდახან მე უფრო დიდი მგონია თავი. მამას რომ გავეზარდე, რაც ვარ ეხლა, ალბათ ოთხი ამდენი კიდევ ვიქნებოდი, ანუ ბევრად უკეთესი.
  • სიყვარულზე რას გვეტყვით?

″სადამდეც გავწვდი სიყვარულს და გულით ვემონე,

მე სისხლის ნაცვლად მდუღარე მაქვს ახლა ვენებში,

შენში მიყვარდა თავის დროზე, ის ვინც მეგონე და არა

ის, ვინც საბოლოოდ შემრჩი ხელებში.„

  • ანუ შეყვარებული ხართ?
  • არა შეყვარებული არ ვარ, უბრალოდ ზაფხულში გავიცანი გოგო, რომელთანაც მოკლევადიანი ურთიერთობა მქონდა. საზაფხულო „love story“ -იც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან მან გაწყვიტა ჩემთან ურთიერთობა, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ადამიანი ზაფხულში სხვანაირად ფიქრობდე და ზამთარში სხვანაირად. მე დღემდე ძალიან მიყვარს, კარგად მახსენდება ის დღეები, მომენტები, წუთები ზუსტად მას მერეა, რაც აქტიურად დავიწყე ლექსების წერა და ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ მადლობელიც კი ვარ.
  • ამ სიყვარულმა სხვანაირად რა დაგანახათ?
  • ყველაფერი, ჩემი ცხოვრება გააფერადა, როცა გიყვარს ძლიერი ხარ, სავსე ხარ, ყველაფერს სხვანაირად უყურებ.
  • როგორი გოგოები მოგწონთ?
  • მტკიცე ხასიათის, მაგრამ ჩემზე ძლიერი არა.
  • როგორია კოკას სამყარო?
  • ძალიან უბრალო , არც დალაგებული და არც არეული.
  • როგორი ხართ, როგორც პოეტი და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე?
  • როგორც პოეტი მგრძნობიარე, როგორც მოქალაქე, ვარ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სწავლობს, მუშაობს, უკრავს, ვარჯიშობს, არ ეწევა, არ სვამს, როგორც ვიცით, ვისაც პოეზიასთან შეეხება აქვს ძირითადად, არაფხიზელ მდგომარეობაში არიან, მე მათ კატეგორიას არ ვეკუთნი, მე ფხიზელ ადამიანს უფრო პატივს ვცემ, ვიდრე მთვრალს, როცა არაფხიზელ მდგომარეობაში ხარ და აშავებ, მარტივად იმართლებ თავს, რაც სისუსტეზე მეტყველებს. არაფერს არ ვეკარები, არც სურვილი მქონია და არც ვთვლი, რომ კარგი ლექსის დასაწერად დალევა და მოწევაა აუცილებელი, თუ ფხიზელ და ნასვამ მდგომარეობაში სხვადასხვანაირად აღიქვამ გრძნობებს, ეს გრძნობები არაა, ანუ ფხიზელი სხვანაირი ხარ? ეს არ შეიძლება, შენ ერთი ხარ, ერთი სული გაქვს და აქ უნდა მორჩეს ყველაფერი.
  • ყველაზე დიდ დროს, რას უთბობთ?
  • სწავლას.
  • რამდენად ტრადიციული ხართ?
  • საკმაოდ, მინდა ვთქვა, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებით ძველმოდური შეხედულებები მაქვს, ვარ ტრადიციული მამაკაცი, ერთადერთი ქალს ვამართლებ, როცა ოჯახი ენგრევა და არ უმართლებს, სუფთა ფურცელი სხვაა და სხვის დაწერილზე მე არ დავწერ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ, ტრადიციულ გოგოებს, რომლებიც შინაგანადაც სუფთები და სპეტაკები არიან.
  • სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით.
  • ახლა ვაკეთებთ პოეზიის საღამოს 25 დეკემბერს, მე და თეატრალური კვარტეტი იტალიაში, რომში, რომლის დეტალებზეც საუბარი არ მსურს.

ავტორი:სოფი ხვიბლიანი

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი