• რა ხდება საქართველოში, რა ვითარებაა საუკუპაციო ზოლზე ?
  • სამწუხაროდ ქართველებს გვძინავს და რუსებს არა, საუკუპაციო ზოლთან უკვე 107 თუ 108 დღეა რაც ვართ, ვაკვირდებით და ვიღებთ ვიდეო მასალებს, დოკუმენტაციას ვქმნით რუსების ყველა ქმედებაზე, ამ ყველაფერს ჟურნალისტებს ვაწვდით. ასევე  ურთიერთობა გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კეთდება  ბევრი სიუჟეტი უცხოურ მედიაში. ახლახანს ჩამოსულები იყვნენ უცხოელი ფოტოგრაფები, რომლებმაც გადაიღეს ყველაფერი დაწვრილებით და უახლოეს მომავალში გამოფენა იგეგმება ლონდონში, ანტისაუკუპაციო თემასთან დაკავშირებით, იმ ჭრილით და იმ ხაზით, როგორც ჩვენ დავინახეთ.
  • რომელი მედიაა უფრო დაინტერესებული ამ ყველაფრით, უცხოური თუ ქართული?
  • ქართული მედიაც აქტიურადაა ჩართული ამ ყველაფერში, უბრალოდ ბუნებრივია ყოველდღიურად ვერ ვაწვდით სკანდალურ მასალებს, რადგან ჩვენ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრს ვაკონტროლებთ, გვაქვს ორი საგუშაგო, ერთი სოფელ ნიქოზში ყარაფილასთან ახლოს, ორჭოსანის და ხურვალეთის საუკუპაციო ზოლთან. მეორე ერგნეთში, სადაც უშუალო სიახლოვეში ვართ ცხინვალთან, ოკუპირებულ ფრიზთან და ერედვთან. ერედვი ეს არის სოფელი, რომელსაც მიწასთან ასწორებენ ოკუპანტები და ალბათ სამწუხაროდ წარმატებითაც დაასრულებენ.
  • რამდენად დიდ საფრთხეს წარმოადგენს იქ ყოფნა?
  • თავისთავად საფრთხეები არსებობს, ერგნეთში ღია ცის ქვეშ ვართ, არანაირი თავდაცვითი საშუალება არ გვაქვს, საკმაოდ ახლოს ვმოძრაობთ საუკუპაციო ზოლთან, სულ რაღაც ასეულ მეტრში ვართ განლაგებული. რაც შეეხება ნიქოზს, აქ შედარებით ცოტა შორს ვართ, რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს. თუმცა, ეს ის ადგილია, სადაც საუკუპაციო ხაზი ყველაზე ახლოს გადის ავტობანთან. ამ 107 დღის განმავლობაში, რუსებმა ჩაატარეს საცეცხლე წვრთნები, რის შედეგადაც ტყის ნაწილი გადაიწვა .  ჩვენი ოკუპანტები  მზად არიან ომისათვის, მხოლოდ საქართველოა მიძინებული და ღმერთმა არ ქნას ეს მოხდეს.
  • როდემდე გარგრძელდება ეს ყველაფერი?
  • იქამდე სანამ ჩვენ დაკარგულ ტერიტორიებს არ დავიბრუნებთ, ბევრი ელოდებოდა , რომ ეს იქნებოდა დროებითი ბრჭყალებში, რომ ვთქვათ „სამარიაჟო“ თემა. ჩვენ ამ აქციის დასაწყისი ვიცით და დასასრული მაშინ იქნება, როდესაც რუსები გავლენ საქართველოდან. ჩვენ არ მივცემთ, რუსებს ჩვენ ტერიტორიებზე მშვიდად არსებობის უფლებას.
  • რა როლს თამაშობს სახელმწიფო ამ შემთხვევაში?
  • სახელმწიფო აგრძელებს თავისი ხაზით მუშაობას, ჩვენ რასაც ვთვლით საჭიროდ, იმას ვაკეთებთ, ვეხმარებით, ამ საქმის წარმოებაში. ბევრი იძახის, რომ სხვადასხვა უწყების ფუნქციებიც გვაქვს შეთავსებული, ეს ჩემი შესაფასებელი არ არის, ერთი რაც ვიცით ის არის, რომ ვართ ძალიან ცოტა და იმედია ქართველი ხალხი გამოიღვიძებს და გვერდში დაგვიდგება.
  • თქვენი ქცევა თავდადების ტოლფასია, ნუთუ ამ ყველაფერმა პატრიოტიზმი არ გაუღვიძა საქართველოს?
  • ამ მაღალფარდოვან სიტყვებს, როცა ვისმენ, მერიდება ხოლმე და ვერ ვუსადაგებ საკუთარ თავს, რადგან გაცილებით მეტი უნდა გაკეთდეს, მაგრამ ეს ის საქციელია, რისი გაკეთებაც მე და ჩემს თანამოაზრეებს შეგვიძლია. ჩვენ  ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ საზოგადოებამ და განსაკუთრებით ახალმა თაობამ გამოიღვიძოს, რადგან რეალობა ძალიან მკაცრია, თბილისიდან ზუსტად 50 კილომეტრში გადის საუკუპაციო ხაზი, ეს ხაზი არის მინიმუმ 400 კილომეტრიანი, ამაში მხოლოდ სამაჩაბლოს ვგულისხმობ და არა აფხაზეთს. მე გეტყვით,  მიახლოებით რამდენი სამხედრო ბაზაა განლაგებული:  სამაჩაბლოში 20,  ხოლო აფხაზეთში 30-40 ბაზაა. ასე რომ, თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის.
  • ამ აჯანყებით ტერიტორიების დაბრუნებას ვცდილობთ თუ შენარჩუნებას?
  • ჩემი აზრით გადარჩენა არის ბრძოლაში და მოძრაობაში, ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, თუ გვინდა, რომ ტერიტორიები დავიბრუნოთ, აუცილებლად უნდა ავჯანყდეთ და გავერთიანდეთ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს ამ მისიის აღსასრულებლად. ამ ვითარებით ვერასოდეს ვერ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენს მტერს მთლიანობა. მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ძალიან ბევრი ადამიანია, ვინც ცდილობს შეარბილოს დღევანდელი რუსეთის სტატუსი და უწოდებს ერთმორწმუნეს, მეზობელს, უფროს ძმას და ა.შ
  • ძველ თაობას რატომ აქვს კარგი ნოსტალგიები, დამპყრობელ რუსეთთან დაკავშირებით?
  • ეს ცოტა ამოუცნობი ფენომენია ჩემთვის, ალბათ საბჭოთა კავშირის პერიოდში მეტი სტაბილურობის განცდა ჰქონდათ, უფრო მეტი ფინანსური სარგებელი ვიდრე  ეხლა აქვთ, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ ყველა არაა ნოსტალგიაში გადავარდნილი, ბევრს ვიცნობ ვინც კატეგორიული იყო მაშინაც და ახლაც. ბოლო 234 წელია რაც ის ცდილობს ჩვენს დაქუცმაცებას.
  • დღესდღეობით რომელი თემა უფრო აქტუალურია, დაკარგული ტერიტორიები თუ LGBT თემები?
  • მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მათი პრობლემები არის, თითიდან გამოწოვილი და ხელოვნურად შექმნილი, სინამდვილეში მათ არავინ ჩაგრავს, ავიწროვებს, ჩვენი ქვეყნის სრულუფლებიანი წევრები არიან, რომლებსაც აქვს ყველანაირი უფლება, მიიღონ ყველა ის მომსახურება, სერვისი და იყვნენ კანონით დაცული, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქეა და ის აჟიოტაჟი, რომელსაც ისინი ქმნიან სრულიად შეუსაბამოა რეალობასთან.
  • რის მიღწევას ცდილობენ?
  • იმის, რისგანაც თავის დაღწევას ევროპა და ამერიკა ცდილობს, ისინი ცდილობენ ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას, გვიწესებენ წესებს, როგორ გამოვხატოთ ან საერთოდ არ გამოვხატოთ მათ მიმართ აზრი, ცდილობენ თავიანთი უფლებების დაცვას, რომელიც ისედაც დაცულია. გაცილებით მეტად ირღვევა ჩვენი უფლებები, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ნატურალებს და არა ჰეტეროსექსუალებს. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ამ ყველაფერში, ძალიან კარგ გასამრჯელოს იღებენ. უამრავი უცხოური ფონდი არსებობს, რომელიც აფინასებს ესეთი ტიპის ორგანიზაციებს.
  • რამდენად რეალურია ის განცხადება, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება?
  • მკვლელობა ნებისმიერ ქვეყანაში ხდება, თუ შემთხვევით ვიღაცამ მოკლა უმცირესობის წარმომადგენელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ამ ნიშნით არის მოკლული. კლავენ უამრავ ადამიანს, რომელიც უმცირესობის წამომადგენელი არ არის.
  • თქვენ რომ შეგეძლოთ, ამ ყველაფრის მოსპობა რა ბედი ეწეოდა უმცირესობას?
  • ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ისინი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლება გააკეთონ თავიანთი არჩევანი, ცხოვრებისეული თუ სექსუალური.მე უბრალოდ ჩავახშობდი ამ აჟიოტაჟს.
  • თქვენი აზრით რატომ კეთდება უმცირესობებზე გადაცემები, მომგებიანია თუ მათი უფლებების დაცვა უნდათ ?
  • სამწუხაროდ ეს ყველაფერი, იმიტომ კეთდება, რომ არის რეიტინგული და ტელევიზიები იბრძვიან რეიტინგისათვის.
  • წარმოგიდგენიათ ისეთი, საქართველო სადაც ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებულია?
  • არც მინდა წარმოვიდგინო, დარწმუნებული ვარ ეს არც არასდროს მოხდება.
  • ქართველები, შეუმდგარი ერი ვართ?
  • არა, ვერ მივაყენებ ჩვენს ერს შეურაცყოფას, ათასწლეულებს ითვლის და შემდგარია.
  • რა არის ჩვენი პრობლემა, რატომ ვერ ვერთიანდებით?
  • ეს არის გენეტიკური პრობლემა, ყოველთვის ქართველებს უჭირდათ გაერთიანება, ერთად დგომა და საფრთხეებთან გამკლავება, ეს იყო ყოველთვის დიდი პრობლემა და დღესაც ეს გვიშლის ხელს. ძალიან გვიჭირს ცხოვრებაში, იმ დევიზის გატარება, რომელიც ჩვენს სახელმწიფო გერბზე წერია „ძალა ერთობაშია“.

 

ავტორი: სოფი ხვიბლიანი

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი