მთავრობის მეთაური სპეცოპერაციის დროს,  სპეცდანიშნულების რაზმის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა რეფერალურ საავადმყოფოსთან გააკეთა, სადაც ის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად დაჭრილების მოსანახულებლად მივიდა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა დიდი საფრთხის განეიტრალება შეძლეს.

მან ასევე მოუწოდა პოლიტიკოსებს, ასეთ დროს თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.

„არის მომენტი, როდესაც ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ,“-განაცხადა კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ კითხვების დასმის დრო დადგება.

რაც შეეხება კითხვას სპეცოპერაციის ხანგძლივობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიზანი იყო მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ყველა ქმედება სპეცრაზმის მხრიდან სწორედ აქეთ იყო მიმართული.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით დაჯგუფების შესახებ ინფორმაცია არსებობდა და მიმდინარეობა მათზე დაკვირვება და სწორედ ამის შედეგია, რომ აცილებული იქნა დიდი საფრთხე.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ ბრალდებულები. ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის მშვიდობიან მოწოდებას ჩაბარებოდნენ და გახსნეს ცეცხლი. შესაბამისად, სპეცრაზმმა იმოქმედა აბსოლუტურად ლეგიტიმურად და სწრაფად.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი