თორნიკე ნაროზაული:  სიყვარული ჰგავს ყვავილების ბაღს, რომელიც თავისით არ ხარობს, მოვლა სჭირდება, სიყვარულს ჰყავს ორი მებაღე, შეიძლება იყვნენ დამხმარე ადამიანებიც, მაგრამ ძირითადად ორ ადამიანის ხელშია, რომლებიც უნდა იცავდნენ: სეტყვისგან, გვალვისგან, სარეველებისგან. არ მაქვს ის დამოკიდებულება, რომ სიყვარული მოდის და რჩება, შეუძლებელია სიყვარულის ისე შენარჩუნება, რომ ერთი მებაღე მუშაობდეს და მეორე არაფერს აკეთებდეს.

  • რამდენი წლის ასაკში დაიწყეთ წერა?
  • რაც წერა ვისწავლე სულ ვწერ, ერთ კუპლეტიან ლექსებით დავიწყე, მაგრამ სტილისტურად ლექსი გავმართე 16 წლის ასაკში. 17-18 წლის ვიყავი, როცა პირველად წავიკითხე ლექსი პოეზიის საღამოზე.
  • რაზე იყო პირველი ლექსი?
  • თითქმის ყველაფერზე, რელიგიაზე, სიყვარულზე, პატრიოტიზმზე.
  • და თქვენი პირველი ჩანაწერი?
  • ესე არ მახსენდება, მაგრამ მახსოვს მე-5 კლასში, როცა ვიყავი ალბომის სურათებს ვაწერდი ლექსებს. მაშინ ვფიქრობდი, რომ მაგარ რაღაცა ვაკეთებდი, მაგრამ დღეს, რომ ვკითხულობ უბრალოდ მეღიმება.
  • პირველი ლექსი სად წაიკითხეთ?
  • სკოლაში, ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
  • ძირითადად რაზე წერთ?
  • რაც მაწუხებს იმაზე ვწერ, შთაგონებას ვიღებ ცხოვრებისგან. ეს შეიძლება იყოს: საქართველოს მდგომარეობა, სოციუმის მდგომარეობა და სხვა ბევრი პრობლემატური საკითხი.
  •  პატრიოტული ლექსები გაქვთ ?
  • დიახ, მაქვს, მაგრამ ბრმა პატრიოტი არ ვარ.
  • სიყვარულზე რას გვეტყვით, გყვარებიათ?
  • დიახ, დღეს მიყვარს, გოგონა რომელიც ჩემზე 5 წლით პატარაა. ადამიანი, რომელიც ჩემთვის საკმაოდ ღრმა და საინტერესოა.
  • სად გაიცანით ერთმანეთი?
  • ეკა იყო ჩემს ერთ-ერთ ღონისძიებაზე, მოსული საერთო მეგობრებთან ერთად და იქ გავიცანით ერთმანეთი, მერე სოციაული ქსელის მეშვეობით დავკავშირდით.
  • შენ დაუკავშირდი?
  • კი, (თუარვცდები) საშინელ პახმელიაზე ვიყავი, არ მახსოვს.
  • დაოჯახებას აპირებთ? 
  • ჯერ-ჯერობით არა, ორი რაღაცის მეშინია: წიგნის გამოშვების და ოჯახის შექმნის.
  • ექსტრემალურ სიტუაციაში ლექსი დაგიწერიათ?
  • წერით არა, მაგრამ წამიკითხავს, ხევსურეთში, რომელიღაც სოფლიდან მოვდიოდით სამარშუტო ტაქსით, მე მიმავალი მანქანის სახურავზე ვიჯექი, ლექსს ვკითხულობდი, ხალხი კი ქვემოდან მიყურებდა, ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა, დღეს ვიდეოს, რომ ვუყურებ ძალიან მეღიმება და თან შიში მიპყრობს.
  • რა ხდება დღეს პოეზიაში, რა მდგომარეობაა?
  • სხვათაშორის მოიკლო საღამოებმა ბოლო ორ წელიწადს, მეც აღარ ვღებულობ მონაწილეობას, რადგან მსმენელისგან ვეღარაფერს ვგრძნობ, ანუ რა ემოციასაც გავცემ იმ ემოციას ვერ ვიღებ უკან. თითქოს მშრალი, პოეზიის საღამოები ტარდება და ისიც იშვიათად.
  • როგორი უნდა იყოს პოეზიის საღამო, რომ დაინტერესდეთ?
  • სურვილი გამიჩნდეს ეს იმას ნიშნავს, გავაკეთო პოეზიის საღამო, ჩემი მეგობრების ორგანიზატორობით. ადრეც ვაკეთებდი პოეზიის საღამოებს მეგობრებთან ერთად. „ქაღალდის თვითფრინავები“ ჩვენი შექმნილია. სამჯერ ჩავატარეთ საღამო და ეს იყო იდეალური. ექვს დეკემბერს და ათ მაისს, რიცხვებს არანაირი დატვირთვა არ აქვს უბრალოდ დაემთხვაა. 
  • და ახლა რა გიშლით ხელს?
  • რთულია ის მომენტი, როცა ჩვენ საღამოებზე მოდიოდა ათასი კაცი, დღეს მოვა ნახევარი, მაშინ ვგრძნობდით მათ თანადგომას, ინტერესს, მერე გვქონდა პრობლემა კონკრეტულად ნიკა ჩერქეზიშვილთან დაკავშიებით, რომელიც მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს სამსახურიდნ, რომ რაღაც მაქინაციებში არ მიიღო მონაწილეობა, მარტო ამას არ დასჯერდნენ გაუფუჭეს პირადი საქმე და ნიკა ვერსად ვერ იწყებს მუშაობას, იმისდა მიუხედავად, რომ ყველა ტესტირებიდან უმაღლესი ქულით გამოდის. ამ გასაჭირის დროს ჩვენ, ჩვენი მსმენელი, გვერდში არ დაგვიდგა, რამაც ყველაფრის სურვლი დაგვიკარგა.
  • რამდენად რომანტიკოს ხართ?
  • ჩემი ბიძაშვილი მეძახდა ხოლმე, „გამოუსწორებული რომანტიკოსი“ ხარო.
  • რაში გამოიხატება თქვენი რომანტიკა?
  • ბუნებით ტკობაბში, თოვლი, თოვლად მსიამოვნებს და არა თოვლჭყაპად, წვიმა, წვიმად და არა ტალახად. შემიძლია ვიდგე და ვუყურებდე მთვარეს, განუსაზღვრელი დროით.
  • რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე.
  • არასდროს არაფერს ვგეგმავ, ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ვცურავ. დღეს უნდა ვიყოს უნივერსიტეტში და ვარ სამსახურში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფრის დალაგებას დრო სჭირდება.
  • რის ძიებაში ხართ?
  • არ ვიცი, დავიკარგე, იყო დრო, როდესაც ზუსტად ვიცოდი ჩემი გზა, მინდოდა რელიგიური კუთხით წასულიყო ჩემი ცხოვრება, არ ვგულისხმობ ბერობას, უბრალოდ ვყოფილიყავი ჩემთვის, რაც აქტიურად გავერიე ერში, მეტი შფოთი შემოვიდა ჩემში და ახლა სრულ ქაოსში ვარ.
  • ეს ყველაფერი, იმიტომ ხომ არ ხდება, რომ ვერ ცხოვრობთ თქვენი მოწოდებით?
  • დიახ, რომ შემოძლოს ვიცხოვრებდი პოეზიით. ის მომენტი, რომ ცარიელ ლექსებს ვერ აჭმევ ოჯახს და შვილებს ძალიან მანადგურებს, ამიტომ ვეძებ იმ სფეროს, რომელიც ფინანსურად უზრუნველმყოფს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერ ვაკეთებ იმას, რაც მინდა, ეს პოეტისთვის ძალიან დიდი ტანჯვაა.
  • საით მივყავართ თქვენს გზას?
  • ვფიქრობ გავაგრძელო ლიტერატურა მცოდნეობის განხრა, მაგრამ თითქოს რაღაც მაბრკოლებს, ვგრძნობ რომ გზაჯვარედინზე ვდგავარ.

ავტორი: სოფია ხვიბლიანი

169 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი