• გუშინ დილას კლერისგან ღია ბარათი მივიღე: „ძვირფასო ოსკარ, არ მიყვარხარ. არ მიყვარხარ. არ მიყვარხარ. ასეთი ლამაზი სასიყვარულო წერილი არასოდეს მიმიღია.
  • სიყვარულში გამოტყდომა მე ან ძალიან ადრე მომდის, ან ძალიან გვიან. იცით, რატომ? „მიყვარხარ“, ვამბობ მხოლოდ შესაბმელად ან სიტუაციის გასმაყარებლად.
  • იყო შეყვარებული, ნიშნავს იყო სულ გაოცებული. როცა გაოცება გაგივლის, სიყვარულიც გაქრება. ხშირად გვავიწყდება, რომ სიყვარულში ცნობისმოყვარეობა 90% – ია და მხოლოდ 10% – მარტოხელა ძაღლივით სიკვდილის შიში.
  • ვინმეს რომ შეუყვარდე, ოზდაჩვიდმეტი მეთოდსი გამოყენება კი არ არის საჭირო: საკმარისია, მოაჩვენო, რომ ფეხზე გკიდია. უტყუარი ხერხია. ქალიც და კაციც ერთია: იმაზე კარგავენ ჭკუას, ვისაც არ აინტერესებს.
  • ესაა სიყვარული: ვინც ყველაზე მეტა გიყვარს, იმას სრული ინდიფერენტულობა უნდა აჩვენო. გულის ძგერა დაუმალო, ითამაშო „სულერთია“, პირიქით თქვა, რისი თქმაც გულით გინდა. პრინციპში, სიყვარული დიდი მამაძაღლობაა.
  • ერთ რამეს მივხვდი. იმისთვის, რომ ვინმე შეაბა, უარი უნდა აიტანო. ნამდვილი დონ ჟუანების უმრავლესობა დიდად კი არ განსხვავდება სხვა მამაკაცისგან. უბრალოდ ისინი უარს ზედაც არ აფურთხებენ. ქალი პირველივე შეხვედრაზე არასდროს თახმდება. ქალი თუ უარს გეტყვით, ერთი ხუთი წუთი უნდა აცალოთ (სინანულის დრო რომ მისცეთ). შემდეგ ისევ მიუბრუნდეთ, ისევ თავიდან სცადოთ და ასე უსასრულოდ. თითქმის არცერთ ნამდვილ ფლეიბოის თავმოყვარეობა არ გააჩნია. მხოლოდ და მხოლოდ ხეპრული სილაღით არიან დაჯილდოვებულნი. მათთვის უარი არასოდეს არის უარი. მაინც ურცხვად აწვებიან პირველ ჩვენებას.
  • წვიმს, დარია, წვიმს, დარია, ღმერთი დისტანციურით დამაშობს ამინდის პროგნოზთან, როგორც მე – ქალებთან.
  • მხოლოდ წერა, კითხვა და ქალთან დაწოლა მევასება. აქედან გამომდინარე, საცხოვრებლად აბსოლიტურად მაწყობს ციცქნა ბინა წიგნების თაროებით, ერთი კომპიუტერი და ერთიც საწოლი.
  • წარსული გათავდა და მომავალი გაურკვეველია. აწმყო გაუთავებელ სიამოვნებაში გვახრჩობს.
  • როცა ბევრ ქალთან გიწევს ურთიერთობა, პრინციპში მაინც ერთი გამოდის ბოლოში. მხოლოდ სახელია ხოლმე სხვა, კანის ფერი, სიმაღლე, ხმა… თმის სიგრძე და გულმკერდის გარშემოწერილობა.
  • გარკვეული ასაკიდან რაღაცეები ზუსტად ვიცით. მაგალითად, სიყვარული: „გრძელდება სამი წელი“. ერთგულება? – „ადამიანისთვის გაუგებარია“. სიკვდილი? – ერთადერთი თავისუფლება“.
  • მომწონს, როცა ცბიერი ვგონივარ. უნდა აღვადგინოთ ეს მოდიდან გადასული სიტყვა. არა ვარ არც უნამუსო, არც ნაგავი, არც არამზადა: მე ვარ ცბიერი, გოგოების კუდში მადვარი. მოლიერმა შემოიტანა ეს სიტყვა, როცა დონ ჟუანს ახასიათებდა: „ყველაზე დიდი ცბიერი, რომელიც დედამიწას უტარებია თავის ზურგზე“.
  • „სიყვარული ფანტაზიაში ბევრად სჯობს უკვე გამოცდილ სიყვარულს. სიტყვა საქმედ არ აქციოთ, ძალიან აღმგზნებია“
  • შეიძლება მთელი ცხოვრება რაღაცის ან ვიღაცის ძიებაში გავატაროთ და ბოლოს მივხვდებით, რომ სინამდვილეში საკუთარ თავს ვეძებდით.
  • საშინლად შეყვარებული ვარ. არ გიცნობდი, მაგრამ ისე მოხდა, თითქოს შეგიცანი.
  • ვიღაცაზე ფიქრი და მუცლის კუმშვა მინდოდა, მგონი. ისეთ ქალთან მინდოდა შეხვედრა, რომელიც გამირბის და მე არ მინდა გავექცე.
  • როცა გიყვარს, აღარ ორჭოფობ. სხვა ყველაფერი ფერმკრთალდება.
  • შეყვარებული თუ არ ხარ, ყველა გოგოს ცნობისმოყვარეობით ათვალიერებ კაცი. სიახლის, სიუპრიზის, გაოცების, ერთი ნახვით შეყვარების სურვილი გაქვს.
  • შეყვარებული თუ ხარ, ყველა გოგოს მანიაკივით უყურებ: სხვაში ვეძებთ, რაც გვაკლია, რაღაც უცხო გემო გვიპყრობს. გვგონია,ყველგან მხოლოდ ის არის. კაზანოვა ამბობდა, სიახლე ჩვენი სულების ტირანიაო. ეგრეა? არა, ტირანი თავად შენ ხარ.
  • „მეშინოდა, ალბათ, აღარასდროს შემიყვარდება – მეთქი. ახლა მეშინია, სულ მეყვარება. გოგონა, რომლისთვისაც ჯერაც არ მიკოცნია!
  •  არ არასებობს მექალთანე და თან ერთგული მეუღლე. კაცის 2 კატეგორია არსებობს: პირველი, რომელიც ატყუებს და არ აღიარებს; მეორე ღაატობს და აღიარებს.
  • რაც უფრო ცინიკოსები ვართ, მით უფრო გვიზიდავს უმანკოება. ისეთი გოგოები მოგვწონს, რომლებასც ისეთი რამის სწამთ, რაც ჩვენ დიდი ხანია, ღიმილს გვგვრის. აი, რატომ მოგვწონს ლოლიტები: მარტო მათ წიწკვობას კი არ ვეშურებით, სულიერი უმწიკვლობა გვხიბლავს, ოცნებებით ვიკვებებით და ოპტიმიზმი გვეუფლება.
  • ჯობია, ვინმე შერეკილმა გოგომ გული გაგიტეხოს და მიგატოვოს, ვიდრე იდიოტივით ტელევიზორის წინ იჯდე მარტო.
  • სიყვარული მართლა საქანელაა, რომელიც მადასა და შიშს შორის ქანაობს.
  • როცა შეყვარებული ხარ ერთგულიება მსხვერპლი აღარ არის. შეყვარებული კაცი მაშინვე გასცემს თავს, სპეციალურად ან სახელის მოსაპოვებლად კი არ თამაშობს ერთგულს, უბრალოდ ბუნებრივად გამოსდის. ერთგულია და მორჩა!
  • ფლეიბოი ვერასოდეს გავხდები, რადგან სიყვარული აღმაგზნებს.
  • მე პიდარასტი ვარ, რომელიც მხოლოდ გოგოებთან წვება. მიყვარს ირონია ცინიზმის გარეშე, დღესასწაული დანაშაულის გრძნობის გარეშე, ზრდილობა ფარისევლობის გარეშე, მორიდებულობა მოჩვენებითობის გარეშე, ხელგაშლილობა ქველომექმედების გარეშე, ღამე მარტოობის გარეშე, ქუჩები მანქანების გარეშე, ბედნიერება პრობლემების გარეშე და ცრემლები მიზეზის გარეშე.
  • წარმატება მხოლოდ და მხოლოდ წარუმატებელი მარცხია.
  • გამოვედი, რომ იქნებ სადმე უბედურებას გადავეყარო…რატომ და ბედნიერება უკვე ყელშია.
  • იდიოტებს ქათინაურები უხარიათ. ჭკვიანებს გაკრიტიკება ურჩევნიათ.
  • „ჩემი ერთადერთი რელიგია თავდ მე ვარ“
  • შეყვარებულ კაცზე მეტი რასისტი არა არსებობს. მხოლოდ ერთი აინტერესებს და სხვები, თუ გინდ, ამოწყვეტილან. უღალატე ცოლს ან შეყვარებულს? ეს საკუთარი თავის ღალატია და სხვა არაფერი.
  • ძალაუფლება რომ მოიპოვოთ, ითამაშეთ, ვითომ სუსტი ხართ.
  • „მე ერთი კაცი ვარ, ღამღამობით ქუჩებში მოხეტიალე და ქალების მადევარი“.
  • „ როცა დეპრესია მქონდა კომედიებს ვიღებდი. როცა ბედნიერი ვიყავი – ტრაგედიებს“.
  • სიყვარული „ამერიკულ მთებს“ გავს: დასაწყისში მაღლა მივემართებით, მერე უცებ დაბლა ვეშვებით, მერე ისევ მაღლა, მერე მოწყვეტით დაბლა და დაბლა გული გვერევა!
  • ფიქრობენ, რომ სიყვარულს ადამიანის შეცვლა შეუძლია, მაგრამ ავიწყდებთ, რომ ეს მდგომარეობა მხოლოდ ერთხანს გრძელდება.
  • და მაინც, ყველაზე უარესი ნარკოტიკი სიყვარულია. შენ დამიბრუნე ცხოვრების გემო, ემოციები. ყველგან, სადაც მივდიოდი, მხოლოდ შენი სახე დამდევდა და თვალები ცრემლებით მევსებოდა. ჩემი უმანკოების გამო ლოყები მიწითლდებოდა. ასე მგონია, შენი სახელის გაგონებაზე სული შემეხუთება და პატარა ბავშვივით დავიკარგები ამ სამყაროში და ასე იქნება სიკვდილამდე. სხვები, ალბათ, იტყვიან, რამდენი დაულევია საწყალს, ამ ქვეყანაზე აღარ არისო. მე კი გამეცინება. უკვე შორს ვიქნები, ლოს – ანჯელესში, შენს მზისფერ მკლავებში, ან კიდევ პორტო – ერეკოლეში, შენს მარილიან თმაში დაკარგული… ან სტამბოლში, ან მოსკოვსა და ამსტერდამში – შენ მკვრივ მკერდზე აკრული, ჩვენი სიყვარულის სამოთხეში. ეს აუხდენელი ოცნება ვინძლო ერთ დღეს ამისრულო… ვაი, რომ არა…

 

637 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი