გარდაცვლილა რუსიკო ქოჩქიანი. მესტიის მუზეუმის ხელმძღვანელი, ყველასათვის საყვარელი, საპატივცემულო და ერუდირებული პიროვნება.
იგი წლების მანძილზე უშურველად ,ერთგულად იღვწოდა და პატრონობდა მესტიის მუზეუმს. ძალიან დააკლდება ყველას ,ვინც მას იცნობდა. დააკლდება ქართული კულტურის ისტორიას, დააკლდება სვანეთს. რუსიკო არაჩვეულებრივი ბუნების ,უბრალო , თავმდაბალი და ღირსეული ქალბატონი სამწუხაროდ ინსულტმა იმსხვერპლა.

ReadTime თანაუგრძნობს მის ოჯახს და  ახლობლებს.

127 ნახვა

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი