ვერძი

ვერძ ქალებს ძლიერი მამაკაცები მოსწონთ. ისინი პირველ ადგილზე სიყვარულს აყენებენ. როდესაც ვინმე უყვარდებათ, მზად არიან მთელი ცხოვრება მიუძღვნან მას. ვერძს ყოველთვის აქვს მცირე დაძაბულობა პარტნიორთან გავლენებისა და ძალაუფლები განაწილებაზე. ვერძი ქალის კომპლიმენტებით მოხიბლვა ძალიან ადვილია. ძალიან მოსწონთ, როდესაც აღმერთებენ. ვერძისთვის სიყვარული არაა საკმარისი, მას სურს რომ აღმერთებდნენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვერძი ეჭვიანიცაა.

რაც შეეხება სექსს, ვერძს უხეში სექსი ხიბლავს.

კურო

კურო წყნარი, მატერიალისტი, ძლიერი ემოციების მქონე ნიშანია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წამომადგენლები სერიოზული ხალხია, რომლებიც ვერ იტანენ ისტერიულ ადამიანებს. კურომ შეიძლება თავი დაახასიათოს, როგორც აგრესიული, ბოროტი. თუმცა ეს ხდება მაშინ, როდესაც ამის პროვოცირებას ახდენენ. კურო არ არის ეჭვიანი ნიშანი.

კუროს უყვარს, როდესაც პატრონი მის ეროგენულ ზონებს ეხება.

ტყუპი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ხშირად მოუსვენარნი, ნერვოზული და ემოციურად მერყევნი არიან. იციან ყველაფერი ყველაფერზე. გონებამახვილი, ცოცხალი, კომუნიკაბელური, მჭერმეტყველი.. ეს ყველაფერი ტყუპებზეა ნათქვამი. მათთან არ მოიწყენ. მიისწრაფიან სრულყოფილებისკენ, რათა ყველას თავი მოაწონონ. ადვიალდ ეგუებიან ყველაფერს. აქვთ უამრავი იდეა… სჭირთ გაორება.

ტყუპი სექსში ხშირად მორცხვია. დაელოდეთ, სამან ემოციურად გაიხსნება.

კირჩხიბი

მიდრეკილება აქვთ სენტიმენტალობისადმი. არიან გამოუსწორებელი იდეალისტები. უყვართ ცვლილებები და ნაირფეროვნება. რომანტიული, გულიანი, უყვართ ბავშვები, ცხოველები. აქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. არიან ძალიან ეჭვიანები, თავგანწირულები, სენტიმენტალურები და კონსერვატორები. მესაკუთრეები, მგრძნობიარეები. აქვთ მდიდარი ფანტაზია და კარგი ინტუიცია.

კირჩხიბი შეხებით იღგზნება. მისი სუსტი წერტილი – ყელი.

ლომი

იღვწიან დიდებისკენ, ლიდერობისკენ. ყველას თავისი გავლენის ქვეშ აქცევენ. არიან ძალიან ამაყნი. გააჩნიათ დიდი ნებისყოფა. მამაცი, შეუპოვარი და გულუხვი. ცნობისმოყვარე, გავლენიანი, ცეცხლოვანი, უყვარს მართვა, საკუთარ თავზე შეყვარებული, ეგოცენტრიკი, პრესტიჟი მათთვის ყველაფერია, მიმზიდველი, არტისტული, მაგნიტური, დაბადებულია ლიდერად, რომანტიული, ქარიზმატული, უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ხშირად იმსახურებენ კიდეც.

ლომი სექსის დროს ფიქრობს, თუ რამდენად აჯობა ლოგინში პარტნიორის ყოფილს.

ქალწული

გააჩნიათ მახვილი ანალიტიკური გონება და პრაქტიკული აზროვნების უნარი. იღვწვიან სრულყოფილებისაკენ. თავშეკავებული, კრიტიკოსი, ყურადღებას აქცევს წვრილმანებს, რაციონალური, გამოთვლილი და დაგეგმილი აქვს ყველაფერი. პრაქტიკოსი, მომთხოვნი, საღი გონების პატრონი.

ქალწული სექსის დროს ფიქრობს როგორ გამოიყურება.

სასწორი

მათ აქვთ დახვეწილი მხატრული გემოვნება, იცინი ხშირად დაფრინავენ ღრუბლებში , კარგავენ რეალობის შეგრძნებას. ტანჯავთ დაურწმუნებლობა, ხშირად ირჩევენ მათთვის ყველაზე არასასურველ ვარიანტს . გაუბედავი, ჰარმონიული, პაცეფისტი, დამთმობი, გაურბის კონფლიქტებს, დიპლომატი, არ უყვარს მარტოობა, ხშირად სისულელეებს აკეთებს, იდეალისტი, რომანტიკოსი, მომზიდველი, უყვარს ხელოვნება, ახასიათებს მოუთმენლობა.

სასწორს სექსსზე მეტად მოფერება უყვარს.

მორიელი

ზოდიაქოს ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი ბუნების ადამიანები არიან. მიდრეკილება დაპყრობისკენ, მისი დევიზია „ყველაფერი ან არაფერი“ ვნებიანია, მოსწონს მისტიკა, არღვევს ტაბუებს, თავდაჯერებული და მესაკუთრეა. ჯიუტი, რისკიანი, ემოციური, მიმწოლი ხასიათისაა.

მორიელს სადო-მაზოხისტური მოთხოვნები გააჩნია სექსში.

მშვილდოსანი

წესიერი, პატიოსანი, უზომოდ ენერგიულები არიან. აფასებენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას. პირდაპირი, სამართლიანი, აგრესიული ოპტიმიზმი, უყვარს ძებნა და პოვნა, არ აქვს ზომიერების შეგრძნება, სულ მოძრაობს, ფარული სურვილი აქვს ფლობის, იმპულსურია.

მშვილდოსანი ექსპერიმენტებზე გიჟდება. მასთან ამ მხრივ ლოგინში არ მოიწყენთ.

თხის რქა

პრაქტიკული, ფრთხილი, სერიოზული, დიდი ნებისყოფისა და ძლიერი ხასიათით გამოირჩევიან. ახასიათებს თავმოყვარეობა, სიმდიდრის სიყვარული, პრაგმატულობა, სიფრთხილე, ამბიციურობა თავშეკავებულობა, დამოუკიდებლობა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური კეთილდღეობა და სტატუსი. არიან კარიერიტები და კონსერვატორები.

თხის რქა გარეგნულად ცივია, მაგრამ სექსუალურად ძალზე აქტიური.

მერწყული

გამოირჩევიან გამომგონებლობის იშვიათი ნიჭით. მათთვის ნიშანდობლივია უეცარი და სავსებით მოულოდნელი ცვლილებანი ცხოვრებაში. ორიგინალური, ალტრუისტი, იდეალისტი, იდეალური მებრძოლი, კომუნიკაბელური,თავისუფლების მოყვარული, ექსტრავაგანტული, უყვარს პუბლიკის შოკურ მდგომარეობამდე მიყვანა . არაინ ინტელექტუალურები, ვერ იტანენ რიტმულ ცხოვრებას.

მიდრეკილება პარტნიორის მორჩილებისაკენ. მოსწონს ე.წ „მაზოხისტური“ სექსი.

თევზები

მგრძნობიარე მეოცნებეები, მდიდარი ფანტაზია, მიმზიდველობა, შემოქმედებითი ხასიათი, არტისტიზმი, პასიურები, გაუბედავები, ფატალურები, რეფლექსურები, აქვთ კარგი ინტუიცია.

ამ ნიშნის სიმბოლო 2 თევზია, ამგვარად გამორება ჩადებულია თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანის ბუნებაში. ორი პროფესია, ორი საყვარელი საქმე, ამასთან ისინი ახერხებენ წარმატების მიღწევას ორივე სფეროში . ფლობენ ცოცხალი წარმოსახვის უნარს და არიან მეოცნებენი . რბილი, დამთმობი, სუსტი ნებისყოფის მქონენი. თევზები თავგამოდებული მოგზაურები არაინ.

თევზები საწოლში თავგადასავლებს გპირდებათ.

დაწერეთ თქვენი მოსაზრება

კომენტარი